ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

კოსმეტოლოგები და დიეტოლოგები დიდი ხანია წარმატებით იყენებენ ქოქოსის რძესა და ბურბუშელას წონაში დასაკლებად და კანის მოსავლელად. ქოქოსი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედების ტრაქტს დიარეის დროს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საკვებზე ქოქოსის ბურბუშელას დამატება ხელს უწყობს კალორიების სწრაფად წვასა და ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას.

მრავალრიცხოვანი კვლევით დამტკიცებულია, რომ ქოქოსის ცხიმი არეგულირებს სისხლში ინსულინის დონეს და ხელს უშლის დიაბეტისა და ათეროსკლეროზის განვითარებას.

ასევე დამტკიცებულია, რომ ქოქოსის ცხიმი სახის კანზე გამოყენებისას ძალიან მოკლე დროში შველის სიმშრალესა და აქერცლილ კანს, იცავს გაუხეშებისა და ნაოჭების გაჩენისაგან. ხდის გლუვს, მატებს ტონუსს, სიმკვრივესა და ელასტიკურობას.

ქოქოსის ცხიმით პროცედურები შეიძლება შინაც ჩაიტაროთ. საჭიროა ეს ცხიმი დაამატოთ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებსაც მუდმივად იყენებთ (10-15მლ კრემს დაამატეთ 5-10 წვეთი ცხიმი), კარგად აურიეთ და იხმარეთ, როგორც ჩვეულებრივ კრემს ხმარობდით).

მშრალი და მტვრევადი თმის შამპუნს (100მლ შამპუნი: 5მლ ცხიმი) დაამატეთ ქოქოსის ცხიმი და გამოყენების დროს კარგად შეანჯღრიეთ.