ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ართრიტის დროს

1) ოროვანდის ნედლი ფოთლები დაიდეთ მტკივნეულ სახსრებზე, და დალიეთ შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-20 წუთი, მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნაყენი 2-3-ჯერ დღეში.

2) 2-3 კვირის განმავლობაში უზმოზე სვით 0,5-1 ჩ/ჭ სტაფილოს წვენი ან  ჭამამდე დღეში სამჯერ, დალიეთ თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და ნიახურის წვენის 1/2 ჩ/ჭ ნარევი.

პოდაგრის (ნიკრისის ქარის) დროს

მტკივნეულ ადგილებზე დაიდეთ მოხარშული თალგამის ფაფა, ჭამეთ 1ს/კ მცენარეული ზეთით შენელებული წმინდად გახეხილი სტაფილო. ამასთან დალიეთ 1-2 ჩ/კ ნიახურის ფოთლის წვენი დღეში 2-3-ჯერ.

ანგინის დროს

თითო ს/კ არყისა და წყლის ნარევს დაუმატეთ ცოტა სოდა და გამოივლეთ ყელში ყოველ 3 საათში ერთხელ.

ეგზემის დროს

მზესუმზირის ფესვების ნაცარი გაქენით მდუღარე წყალში. ცხელი ფაფა (ისეთი, რომ არ დაგწვათ) დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე და გაიჩერეთ გაცივებამდე. გაიმეორეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.