ხალხური მედიცინა გვთავაზობს
02-09-2013
ართრიტის დროს
1) ოროვანდის ნედლი ფოთლები დაიდეთ მტკივნეულ სახსრებზე, და დალიეთ შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-20 წუთი, მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნაყენი 2-3-ჯერ დღეში.
2) 2-3 კვირის განმავლობაში უზმოზე სვით 0,5-1 ჩ/ჭ სტაფილოს წვენი ან  ჭამამდე დღეში სამჯერ, დალიეთ თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და ნიახურის წვენის 1/2 ჩ/ჭ ნარევი.

პოდაგრის (ნიკრისის ქარის) დროს
მტკივნეულ ადგილებზე დაიდეთ მოხარშული თალგამის ფაფა, ჭამეთ 1ს/კ მცენარეული
ზეთით შენელებული წმინდად გახეხილი სტაფილო. ამასთან დალიეთ 1-2 ჩ/კ ნიახურის ფოთლის წვენი დღეში 2-3-ჯერ.

ანგინის დროს
თითო ს/კ არყისა და წყლის ნარევს დაუმატეთ ცოტა სოდა და გამოივლეთ ყელში ყოველ 3 საათში ერთხელ.

ეგზემის დროს
მზესუმზირის ფესვების ნაცარი გაქენით მდუღარე წყალში. ცხელი ფაფა (ისეთი, რომ არ
დაგწვათ) დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე და გაიჩერეთ გაცივებამდე. გაიმეორეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით