დიეტა საგზლად... - კვირის პალიტრა

დიეტა საგზლად...

სამოგზაუროდ მზადების წინ ივიწყებთ ყოველდღიურ რუტინას და მასთან ერთად დიეტასაც. სულ ტყუილად! თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, შვებულებიდან დაბრუნდებით არა მარტო დასვენებული, არამედ წონაში დაკლებულიც.

...თავის ტკივილი, გულძმარვა, დაღლილობა, შიმშილი და მსგავსი სიმპტომები მოგზაურობას თან ახლავს, ე.ი. გაუწყლოება გაწუხებთ. მისი პროფილაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმფრინავით მგზავრობისას. აკვანორმა უნდა შეადგენდეს საათში 330 მლ წყალს.

თუ სვამთ კოფეინის, შაქრის ან ალკოჰოლის შემცველ სასმელებს, მათ პროპორციულად უნდა გაზარდოთ წყლის რაოდენობა. ამასთან, რაც მეტ წყალს ვსვამთ, მით ნაკლებს ვჭამთ.

...მგზავრობისას მთავარი პრობლემაა - ნაყროვანება. დამნაშავეა სტრესი: ჩვეული რეჟიმიდან ამოვარდნილნი გაუცნობიერებლად მეტს ჭამთ, რადგან არ იცით, რამდენი ხნის შემდეგ მოგიწევთ სადილობა. ამასთან, ტურისტული ადგილები ადგილობრივ გასტრონომიურ დელიკატესებს გთავაზობთ. წესი - 80/20 დაგეხმარებათ, არ გადახვიდეთ ზღვარს. რაციონის 80% უნდა იყოს სასარგებლო საკვები (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული), 20% - მსუბუქი დესერტი ან წესად აქციეთ, მიირთვათ ყოველ ჭამაზე 3 დაბალკალორიული ნახშირწყლების შემცველი საკვები (ბრინჯი, ტკბილეული, ცომეული) და წონაში არ მოიმატებთ.

ტურისტის რაციონის ძირითად ნაწილს უნდა შეადგენდეს ნახშირწყლები, მოგზაურობისას იდეალურია ხილი; განსაკუთრებით ვაშლი და ფორთოხალი, რომელიც დიდხანს ინახება, მათში შემავალი ჩ ვიტამინი დაიცავს მოგზაურს ინფექციებისგან. უჯრედისები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, ფრუქტოზა კი სისხლში შაქრის დონეს ინარჩუნებს, ამასთან, ეს ხილი თითქმის მსოფლიოს ყველა მაღაზიაშია. სასურველია, თავი შეიკავოთ თევზის, მცენარეული ზეთისა და ავოკადოს მირთმევისგან, ცხიმის საუკეთესო წყაროა კაკალი და კაკლის ზეთი. ტურისტებმა ინდაურისა და ქათმის ხორცი უნდა შეცვალონ ბოსტნეულით, სოკოთი ან მწვანილით შეზავებული სოკოთი. წონაში რომ არ მოიმატოთ, მოგზაურობისას დილაობით, საუზმემდე ისეირნეთ ან იცურავეთ აუზში, ზღვაში, ასევე შეგიძლიათ ცხიმი დაწვათ კოფეინის ხარჯზე, დალიეთ უზმოზე ფინჯანი მაგარი, უშაქრო მწვანე ჩაი...