მოვუაროთ თმას
16-09-2013
მოვუაროთ თმას
ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ, მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ თმის ცვენა უკავშირდება ენდოკრინული, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის პრობლემებს. თუ თმამ იწყო გაძლიერებულად ცვენა, ორგანიზმს რაღაც უჭირს. ამ დროს უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს.

თმას აზიანებს:

1. უმეტეს შემთხვევაში თმაზე უარყოფითად მოქმედებს გრიპი, მწვავე რესპირატორული და სხვა დაავადებები, რომლებსაც თან სდევს მაღალი სიცხე. თმამ შეიძლება
იწყოს ცვენა გამოჯანმრთელებიდან 3 თვის შემდეგაც კი... სხვა პათოლოგიებს შორის თმას ამეჩხრებს და ასუსტებს თირკმლების ქრონიკული დაავადება.

2. მუდმივი სტრესები, უძილობა, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასწორი დღის რეჟიმი ბევრი სერიოზული დაავადების მიზეზია, მათ შორის - თმის ცვენისაც.
თმა, როგორც ინდიკატორი, განსაკუთრებით ძლიერად რეაგირებს ნერვიულობაზე. ცვენას
მოულოდნელად კი არ იწყებს, არამედ სტრესული სიტუაციებიდან 4 თვის შემდეგ და თუ დეპრესია გაგრძელდა, მისი აღდგენა ადვილი არ არის...

3. თუ ხანმოკლე დროის განმავლობაში ძალიან გახდით, ეს მაშინვე აისახება თმის მდგომარეობაზე. ცხიმის დაკარგვასთან ერთად ორგანიზმი კარგავს ცხიმის გამხსნელ ვიტამინებსა და მინერალებს, რომელიც აუცილებელია თმის ჯანმრთელობისათვის.
წონაში უნდა დაიკლოთ ნელა და დიეტოლოგის მეთვალყურეობით. კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ბალანსირებული. თმას აუცილებლად სჭირდება რკინა, თუთია, კალციუმი, A, ჩ, E, F და BB ჯგუფის ვიტამინები.

4. ფარისებრი ჯირკვალი მონაწილეობს იმუნური სისტემის სინთეზირებაში, მისი არასწორი მუშაობა ზეგავლენას ახდენს იმუნიტეტის მაჩვენებელზე. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოდიტი, სხვადასხვა სტადიისა და ხარისხის ჩიყვი ზეგავლენას ახდენენ თმის ზრდაზე. მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს ადამიანი თმას კარგავს ნელა, ხოლო ჰიპერთირეოზის დროს - ადგილ-ადგილ გამელოტებაც კი შეინიშნება.
თმის განკურნება უნდა მიმდინარეობდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციასთან ერთად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ჰორმონული თერაპია. ასევე სასარგებლოა, ორგანიზმს დავეხმაროთ სამედიცინო საფუვრით, იოდის შემცველი პროდუქტებით (ზღვის კომბოსტო, ბროკოლი და სხვ.).

5. ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალის ორგანიზმი ბავშვს აძლევს ბევრ საკვებ ნივთიერებას, მიმდინარეობს ჰორმონული ფონის ბუნებრივი ცვლილება, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს ანემია და ქრონიკული დაღლილობა, რაც უარყოფითად მოქმედებს თმაზე.
თმის ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტის გამოვლენა შეუძლია სისხლის ანალიზს. ამ შემთხვევაში ექიმები ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს უნიშნავენ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით