ფიტოთერაპევტები გვირჩევენ...
23-09-2013
ფიტოთერაპევტები გვირჩევენ...
ფიტოთერაპევტებს მიაჩნიათ, რომ ნიორი არა მარტო შველის მწვავე რესპირატორულ დაავადებას, არამედ ისეთ სერიოზულ დაავადებებსაც, როგორიცაა ფილტვების ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, იცავს გულს.

თუ გაცივდით, ყელში გიღიტინებთ, ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, დღეში რამდენჯერმე ხუთი-ათი წუთი დაყნოსეთ გახეხილი ნიორი, თვალები რომ არ დაგეწვათ, დაიფარეთ პირსახოცი (ნივრის სუნის გასაქრობად დააყოლეთ ერთი ჭიქა რძე), დაგაწყებინებთ ცემინებას, დააცემინეთ, თავი არ შეიკავოთ.
ღვიძლის დაავადების დროს, თუ გამოკვლევებმა არ აღმოაჩინა ქვები, რომლებსაც შეუძლიათ ჩაკეტონ ნაღვლის სადინარები, შეგიძლიათ ჩაიტაროთ ორეტაპიანი ღვიძლის
გაწმენდა.

პირველი ეტაპი: გაუსუფთავებელ შვრიას დაამატეთ 3 ს/კ არყის ხის კვირტი, 2 ს/კ წითელი მოცვის ფოთლები, დაასხით 5 ლ აუდუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ 15 წუთი წამოადუღეთ, გადმოდგით და გააჩერეთ კიდევ 24 საათი. ისევ წამოადუღეთ 15 წუთი, ურიეთ და თან დაამატეთ 3-3 ს/კ
მატიტელა, პიტნა, კრაზანა, კალენდულას ყვავილი და 2 ს/კ სიმინდის ფოჩი, 15-წუთიანი დუღილის შემდეგ გააჩერეთ 1 საათი.

პარალელურად მოამზადეთ მეორე ნახარში. 2 ჩ/ჭ დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 1,5 ლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ. ორივე ხსნარი გაფილტრეთ და ერთმანეთს შეურიეთ. მიიღებთ 3-3,5 ლ ნახარშს. მიიღეთ 2-3 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბოლო ულუფა მიიღეთ 19 საათზე. მკურნალობის კურსია 5 დღე.

შემდეგი 5 დღე (უკვე მეორე ეტაპია) უნდა მიიღოთ სხვა ნახარში: 1 კგ უწიპწო ქიშმიშსა და 1 კგ გახეხილ სტაფილოს დაასხით 10 ჭიქა წყალი და ქვაბზე გააკეთეთ ნიშნული. დაამატეთ ისევ 10 ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ ნიშნულამდე არ დადუღდება. გაწურეთ და მიიღეთ დილაობით, უზმოზე 1,5-2 ჭიქა სასიამოვნო გემოს ნახარში. სადილამდე არაფერი ჭამოთ.

ე.ი. ორივე ეტაპი სულ 10 დღეა. ამ პერიოდში ღვიძლი იწყებს ნორმალურ ფუნქციონირებას, სუფთავდება სადინარები, ქრება ინტოქსიკაცია, უმჯობესდება ყველა ორგანოს სისხლით მომარაგება.
ფიტოთერაპევტების აზრით, სასურველია, ღვიძლი გაისუფთაოთ 3 თვეში ერთხელ.
გახსოვდეთ, ფიტოთერაპია უნდა დანიშნოს ექიმმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით