როგორ ვუმკურნალოთ ჰიპერჰიდროზს
23-09-2013
როგორ ვუმკურნალოთ ჰიპერჰიდროზს
სტატისტიკით ცნობილია, რომ დედამიწის მოსახლეობის 13%-ს აწუხებს ოფლიანობა.
იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო მეტად ოფლიანდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები. ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დამნაშავეა მამაკაცური ჰორმონი - ტესტოსტერონი, რომელიც ხელს უწყობს ოფლის გამოყოფას. მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ევოლუციის პროცესში ქალის ორგანიზმმა შედარებით ადვილად შეძლო გარემო პირობებთან ადაპტირება. რათა "გაქცეოდა" გაუწყლოებას...

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ოფლის საწინააღმდეგო საშუალება არსებობს (დეზოდორატორი და ანტირესპირანტები), პრობლემა მაინც გადაუწყვეტელი რჩება.

ჰიპერჰიდროზი, როგორც მას ექიმები უწოდებენ, შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი, ისე სხვა პათოლოგიების (თირკმლების, ენდოკრინული და ნერვული სისტემის) სიმპტომი.
სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ თუ ექიმმა არ გამოავლინა ოფლის გამოყოფის მიზეზად შინაგანი ორგანოების დაავადებები, მაშინ შეიძლება მის სამკურნალოდ გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:

1. დილა-საღამოს მიიღეთ კონტრასტული შხაპი. პირველად 2-3
წუთი ცხელი (400ჩ-მდე) შხაპი, შემდეგ ცივი და ასე გაიმეორეთ 5-6-ჯერ.
2. ფიზიოთერაპია ტარდება პოლიკლინიკებში, რომლის ეფექტი 4-6 კვირა გრძელდება.
3. ბოტოქსის ნემსებით პრობლემურ ზონებში შეჰყავთ ბოტულოტოქსინი, რომელიც ბლოკავს წვრილ-წვრილ ნერვულ დაბოლოებებს. ამ დროს ქრება ოფლის გამომყოფი ჯირკვლებისკენ მიმდინარე ნერვული იმპულსები - ბოტოქსის ეფექტი 6 თვემდე გრძელდება.
ასე რომ, ჰიპერჰიდროზის დროს თუ ექიმს მიმართავთ, პრობლემასაც მოევლება.
სასურველია, ჰიპერჰიდროზის დროს სვათ 1/3 ჩ/ჭ სალბის ნახარში (2ს/კ ჩავყაროთ 2000 მლ. წყალში) დღეში 2-ჯერ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით