სიბერეს ანტიოსქიდანტები აფერხებენ
30-09-2013
სიბერეს ანტიოსქიდანტები აფერხებენ
ნებისმიერი ნივთიერება იშლება ჟანგბადით (თავისუფალი რადიკალებით) დაჟანგვის გზით. ადამიანი ავადმყოფობს და უფრო სწრაფად ბერდება ორგანიზმში მიმდინარე ზომაგადასული ჟანგვითი პროცესებით. ამ პროცესების შენელება შესაძლებელია. თავისუფალი რადიკალების (რომლებიც ხელს უწყობენ დაბერების პროცესს) მოქმედებისა და ჟანგვითი პროცესების შეფერხების უნარი შესწევთ ქიმიური ნივთიერებების სპეციფიკურ ჯგუფს - ანტიოქსიდანტებს. მათ გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმიც, თუმცა ასაკის მომატებასთან ერთად ეს პროცესი მცირდება, რომლის მთავარი მიზეზიც სტრესები, მავნე ჩვევები, ცუდი კვება და ეკოლოგიაა...

ყველაზე გავრცელებული ანტიოქსიდანტებია A, C და
E ვიტამინები, ასევე სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, ფლავონოიდები, ლიკოპინი, ლიტეინი; ლიდერების სიაში მოხვდნენ: მოცხარი, ჟოლო, ალუბალი, კაკალი, ვაშლი, ციტრუსები, გარგარი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, სტაფილო, ჭარხალი, ნიორი, ხახვი, მცენარეული ზეთი, თვის ბოლოკი.

უნიკალური შემადგენლობის მქონე თაფლი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სრულყოფილი პროდუქტია. ის შეიცავს ანტიდამჟანგავებს და ფლავონოიდებს,
რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარდა ამისა, თაფლი ბუნებრივი დამატენიანებელია, ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან. შეიცავს ორგანიზმიდან ტოქსინების გამომდევნ ანტიოქსიდანტებს. ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს მუქი ფერის თაფლი, მაგალითად, წიწიბურაში 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე აკაციისაში.
ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და მუქი ფერის ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით მომჟავო-მოტკბო და მჟავე გემოსი.

ანტიოქსიდანტებით მდიდარია მწვანე ჩაი, წითელი ღვინო (შეიცავს რესვერატროლს) და ყურძნის წვენი.
ვაჟა
08 მაისი 2015 17:01
წითელი ღვინო საუკეთესო სასმელია
nika
03 იანვარი 2014 14:49
ძალიან მომწონს,საინტერესოა.

რედაქტორის რჩევით