რჩევები ახალგაზრდა დედებს
30-09-2013
რჩევები ახალგაზრდა დედებს
ახალგაზრდა დედები ძალიან ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა პატარას მივცეთ ძროხის რძე? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ მუდმივად აძლევდით პატარას ძროხის რძეს, მაგრამ თუ ქალაქიდან ჩაიყვანეთ სოფლად და პირველად უნდა დაალევინოთ, შეიძლება ავნოს. ამიტომ, სოფელში წაყვანამდე კონსულტაცია მიიღეთ პედიატრისგან, ის გირჩევთ, რომელი ნატურალური პროდუქტი შეიძლება მისცეთ ბავშვს. გარდა ამისა, სასურველია გაიგოთ, ძროხა აცრილია თუ არა - რაც რძის ხარისხის გარანტიაა.

მედიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის თეთრეული ორივე მხარეს უნდა გაუთოვდეს,
სანამ ჭიპი არ შეუხორცდება (მაქსიმუმ ერთ თვემდე მაინც), შემდეგ კი შეხედულებისამებრ.

აუცილებელია იმ ბოთლების სტერილიზაცია, რომლითაც საკვებს იღებენ პატარები (6-7 თვემდე მაინც).
ბავშვის ოთახი უნდა დასუფთავდეს სუფთა წყალში დასველებული ტილოთი. ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქლორი იწვევს ალერგიას და ასუსტებს იმუნიტეტს. ყველასათვის ცნობილია, რომ ჭუჭყიანი ხელები
ინფექციური დაავადებების წყაროა. მართალია, არსებობს სველი ანტიბაქტერიული ხელსახოცები და გელები, რომელთა გამოყენება უფრო ადვილი და მოსახერხებელია, მაგრამ მედიკოსები ურჩევენ ახალგაზრდა დედებს, უმჯობესია პატარას ხელები ხშირად დაბანონ, ხოლო სველი ხელსახოცები უკიდურეს შემთხვევაში (მაგალითად, მგზავრობის დროს) იხმარონ.

ოჯახში ძაღლი ან კატა ხელს უწყობს ბავშვის ჰარმონიულად განვითარებას, ასწავლის სიკეთეს, გულისხმიერებას... მაგრამ საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა ოჯახში ცხოველის ყოლა იქ, სადაც ახალდაბადებულია.
ექიმები გვირჩევენ: თუ ბავშვის დაბადებამდე ცხოველი არ გყავდათ, თავი შეიკავეთ მისი შეძენისგან, სანამ პატარა 3 წლის გახდება, და თუ უკვე დიდი ხანია ცხოველი გყავთ, მკაცრად დაიცავით პროფილაქტიკური წესები, დროულად აცერით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით