ფსორიაზი - შეუცნობელი დაავადება
ფსორიაზი - შეუცნობელი დაავადება
ფსორიაზი იმ დაავადებათაგანია, რომლის დროსაც ექიმის კონსულტაციების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს პაციენტი დაავადების დამარცხებას და, აქედან გამომდინარე, რამდენად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს. რა არის ფსორიაზი და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა, ამის შესახებ ექიმი-დერმატოლოგი მაკა გოგსაძე მოგვითხრობს:

- ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა. მისი ძირითადი ელემენტია ვარდისფერ-წითელი ან წითელი ბრტყელი ზედაპირული პაპულა, რომელიც ოდნავ ამოწეულია გარემომცველი კანის დონესთან შედარებით. Pდაავადება მოიცავს თითქმის მთელ სხეულს. სტატისტიკით, მსოფლიოში ფსორიაზით დაავადებულია მოსახლეობის 2-4%-მდე. ის
ერთნაირად ემართებათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. დაავადება ხშირად იწყება მოზარდობისა და ჭაბუკობის ასაკში. გამოკვლევების თანახმად, ეს დაავადება ყველაზე მეტად საფრანგეთსა და ამერიკაშია გავრცელებული, სადაც მისი გავრცელების საფუძვლად ხორცის ჭარბ მოხმარებას მიიჩნევენ.

ფსორიაზის ეტიოლოგია ბოლომდე არ არის ცნობილი. მისი წარმოშობის შესახებ არსებულ თეორიებს შორის ყველაზე დასაბუთებულია
ნერვული და ინფექციური თეორიები. ზოგ შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და ა.შ. შეიძლება ფსორიაზით დაავადების შედეგი იყოს და არა მიზეზი. ზოგჯერ დასტურდება დაავადების ოჯახური ხასიათი. Aამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ფსორიაზის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს გენები თამაშობს. ადამიანები, რომელთაც უვითარდებათ ფსორიაზი, მემკვიდრეობით იღებენ გენებს, რომელიც ამ დაავადებას ავითარებს. მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა კი იმას გულისხმობს, რომ თუ დედ-მამა ამ დაავადების მატარებელია, შვილზე მისი გადასვლის შესაძლებლობის რისკი დიდია. თუმცა ყველა როდი ავადდება.
არსებობს "ორსულობის ფსორიაზიც", ფსორიაზის მსგავსი გამონაყ რით, თუმცა სინამდვილეში ეს სენი არ არის და მშობიარობის შემდეგვე ქრება. ზოგჯერ ფსორიაზის მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება სტრესული სიტუაციები, ყელის სტრეპტოკოკური ინფექცია.

- როგორ ვლინდება ფსორიაზი?

- კანზე ჩნდება მოწითალო ლაქები და პაპულები - წვრილი გამონაყარი, რომელსაც თავდაპირველად იმდენად სწრაფად უჩნდება მოთეთრო ან მოვერცხლისფრო სქელი ქერცლი და ასევე სწრაფადვე სცილდება, რომ პაციენტი ექიმთან მისვლას აუცილებლობად არ მიიჩნევს. ექიმს მოგვიანებით მიმართავს, როცა იწყება ქავილი და დაავადება პროგრესირებს.

შემდეგ ლაქები და პაპულები იზრდება, ზოგჯერ ერთიანდება და იფარება ქატოსებრი ქერქით, რომელიც ჩამოიფცქვნება. მოგვიანებით გამონაყარს შორის ჩნდება რგოლები, რომლებიც იშლება, ერთმანეთს უერთდება და ზოგჯერ რვაკუთხედის, გვირილის, ან სხვა ფორმებს იღებს. ამ დროს ფსორიაზი შესაძლოა მოედოს მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით კი: იდაყვებს, მუხლებს, თმიან არეებს, დააზიანოს ფრჩხილები, გამოიწვიოს სახსრების მწვავე ტკივილი. გამწვავებულ ფსორიაზს ხშირად ახლავს ქავილი და ტკივილი. ზოგჯერ ქავილის დროს ქერქი სცილდება, კანი სკდება და სისხლი მოდის. ეს კი იწვევს შფოთვას, არღვევს ძილს და ადამიანს ჩვეული რიტმიდან აგდებს.
სხვათა შორის, ფსორიაზს, გამწვავების პერიოდში, დეპრესიაც ახასიათებს, რაც იწვევს სევდიან, უიმედო, დანაშაულისა და ბრაზის მომგვრელ გრძნობებს, დაბნეულობის განცდას. ფსორიაზით დაავადებულებში დეპრესიის მაჩვენებელი ზოგადად მაღალია. სწორედ ამიტომ არის საჭირო ექიმის კონსულტაციის ზუსტი გათვალისწინება.

- გადამდებია თუ არა ეს დაავადება?

- იგი გადამდები არ არის. პაციენტების ნაწილს ის ზამთარში ან ზაფხულში უმწვავდება (დაავადება მთელი წლის განმავლობაში იშვიათად ვლინდება). შესაბამისად, მას ზაფხულის ან ზამთრის ფსორიაზს ვუწოდებთ. ვერავინ დაავადდება ფსორიაზით დაავადებულ ადამიანთან შეხებით, ან მასთან ერთად საცურაო აუზში ცურვით, ან თუნდაც ინტიმური კონტაქტით. ფსორიაზი იმდენად რთული დაავადებაა, რომ მეცნიერებმა ჯერაც ვერ შეისწავლეს მისი განვითარების სრული მექანიზმი.

- როგორია ფსორიაზის მკურნალობის მეთოდები?
- ვინაიდან ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, ჯერჯერობით ამ დაავადების სრულად განკურნების მეთოდი ვერ მოიძებნა. თუმცა თუ პაციენტი ჩაიტარებს მედიკამენტურ მკურნალობას, დაიცავს დიეტას, ფსორიაზი არ გამწვავდება. შესაძლებელია პროცესის შეჩერება განსაზღვრული დროით და ავადმყოფი თითქმის განკურნებულად ჩათვლის თავს. თუმცა თუ პაციენტმა ექიმის მითითებები არ გაითვალისწინა, ფსორიაზის რეციდივები ხშირი იქნება. მკურნალობა დიდ მოთმინებას მოითხოვს, - აუცილებლად დიეტით უნდა დავიწყოთ, მოვაწესრიგოთ კვება. გამოირიცხოს ალკოჰოლი, მწარე, მჟავე, ხორცი ნაკლებად მივიღოთ, შედეგად - პაციენტს სიმშვიდე უბრუნდება. ის კარგად იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თანამედროვე მედიცინაში ბევრია ისეთი პრეპარატი, რომელიც ძალზე კარგად ასუფთავებს კანს, მაგალითად, კერატოლური საშუალებები, მკურნალობისას იყენებენ ასევე კორტიკოსტეროიდულ მალამოებსაც, მწვავე პერიოდში საერთო მკურნალობის სახით სასარგებლოა სედაციური საშუალებების დანიშვნა, ასევე ეფექტიანია შესაბამისი ვიტამინების ინიექციები, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავას მიღება. ფსორიაზით დაავადებულებზე კარგად მოქმედებს ზღვა, წყლის აბაზანები, გოგირდოვანი აბანოები...
მკითხველის კომენტარი (20)
maia
05 სექტემბერი 2015 01:17
kvelaze kargi ekimi kacitadza miakitxet mickevihis29
maia
09 ივლისი 2015 08:09
gmerto ramdeni adaniabia gamwarebuli am daavadebit.
sofo
05 მარტი 2015 02:34
ლექსო იქნებ დაგვიწერო მაგ მალამოს სახელი გთხოვ რაა,ან როგორ დაგიკავსშირდე.მე მაქვს და გამწარებული ვაარ.ან ეს ჩემი ნომერია და ვინც იციტ რაიმე წამალი რომელიც დროებიტ მაინც გამანტავისუფლებს დამიკავშირდიტ გტხოოოვტ 598 30 60 64
მაგდა
25 იანვარი 2015 16:31
რა განსხვავებაა ფსორიაზსა და პარაფსორიაზს შორის?
leqso
01 ივნისი 2014 15:44
მე მქონდა და გორცჰი ვიკავიტ სანადიროდ მცკერზე იქ გავიცანი ერტი ბიცჰი და იმან მომცა მალამო და სამი ცელია საერტოდ აგარ მაქვს სად არ ვიარე და რა არ ვიკეტე მარა არაფერმა მიცჰველა
teko
18 ოქტომბერი 2013 19:08
mogesmalebit tkveni statia vnaxe dzalian minda davukavshirde qalbatono maka gogsadzes da xom ver damexmarebit
ლუკა
12 ოქტომბერი 2013 18:58
ფსორიაზი, ეს გამწარებული ცხოვრებაა! მხოლოდ ერთი წელი ვიყავი მისგან თავისუფალი, როცა 10 დღე ოკეანის თბილ წყალში ბანაობის საშუალება მომეცა. ყოველგვარი დიეტის და წამლების გარეშე! (ოკეანის! და თბილი!)
.
10 ოქტომბერი 2013 13:39
არსებობს ფსორიაზის საუკეთესო წამალი, რომლითაც თითქმის შესაძლებელია განკურნება. გამიკვირდა ქ-მა მაკამ მასზე რომ არაფერი თქვა. ესაა ექსორექსის ლოსიონი, კრემი და შამპუნი. შემადგენლობა ბუნებრივია, არის თბილისის აფთიაქებშიც უკვე. სტეროიდებით ფსორიაზის მკურნალობა ძალიან მოძველებულია უკვე.
gela
08 ოქტომბერი 2013 09:25
ვინც ფსორიაზითაა დაავადებული ეს სტატია უსარგებლოა!მრავალი ახალი წამალი თუ მეთოდია ცნობილი და სწორედ ეს უნდა ასახულიყო ამ სტატიაში!
lia
08 ოქტომბერი 2013 00:48
და განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს ნუნისის წყლის აბაზანები.

როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა