ფსორიაზი - შეუცნობელი დაავადება
ფსორიაზი - შეუცნობელი დაავადება
ფსორიაზი იმ დაავადებათაგანია, რომლის დროსაც ექიმის კონსულტაციების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს პაციენტი დაავადების დამარცხებას და, აქედან გამომდინარე, რამდენად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს. რა არის ფსორიაზი და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა, ამის შესახებ ექიმი-დერმატოლოგი მაკა გოგსაძე მოგვითხრობს:

- ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა. მისი ძირითადი ელემენტია ვარდისფერ-წითელი ან წითელი ბრტყელი ზედაპირული პაპულა, რომელიც ოდნავ ამოწეულია გარემომცველი კანის დონესთან შედარებით. Pდაავადება მოიცავს თითქმის მთელ სხეულს. სტატისტიკით, მსოფლიოში ფსორიაზით დაავადებულია მოსახლეობის 2-4%-მდე. ის
ერთნაირად ემართებათ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. დაავადება ხშირად იწყება მოზარდობისა და ჭაბუკობის ასაკში. გამოკვლევების თანახმად, ეს დაავადება ყველაზე მეტად საფრანგეთსა და ამერიკაშია გავრცელებული, სადაც მისი გავრცელების საფუძვლად ხორცის ჭარბ მოხმარებას მიიჩნევენ.

ფსორიაზის ეტიოლოგია ბოლომდე არ არის ცნობილი. მისი წარმოშობის შესახებ არსებულ თეორიებს შორის ყველაზე დასაბუთებულია
ნერვული და ინფექციური თეორიები. ზოგ შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და ა.შ. შეიძლება ფსორიაზით დაავადების შედეგი იყოს და არა მიზეზი. ზოგჯერ დასტურდება დაავადების ოჯახური ხასიათი. Aამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ფსორიაზის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს გენები თამაშობს. ადამიანები, რომელთაც უვითარდებათ ფსორიაზი, მემკვიდრეობით იღებენ გენებს, რომელიც ამ დაავადებას ავითარებს. მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა კი იმას გულისხმობს, რომ თუ დედ-მამა ამ დაავადების მატარებელია, შვილზე მისი გადასვლის შესაძლებლობის რისკი დიდია. თუმცა ყველა როდი ავადდება.
არსებობს "ორსულობის ფსორიაზიც", ფსორიაზის მსგავსი გამონაყ რით, თუმცა სინამდვილეში ეს სენი არ არის და მშობიარობის შემდეგვე ქრება. ზოგჯერ ფსორიაზის მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება სტრესული სიტუაციები, ყელის სტრეპტოკოკური ინფექცია.

- როგორ ვლინდება ფსორიაზი?

- კანზე ჩნდება მოწითალო ლაქები და პაპულები - წვრილი გამონაყარი, რომელსაც თავდაპირველად იმდენად სწრაფად უჩნდება მოთეთრო ან მოვერცხლისფრო სქელი ქერცლი და ასევე სწრაფადვე სცილდება, რომ პაციენტი ექიმთან მისვლას აუცილებლობად არ მიიჩნევს. ექიმს მოგვიანებით მიმართავს, როცა იწყება ქავილი და დაავადება პროგრესირებს.

შემდეგ ლაქები და პაპულები იზრდება, ზოგჯერ ერთიანდება და იფარება ქატოსებრი ქერქით, რომელიც ჩამოიფცქვნება. მოგვიანებით გამონაყარს შორის ჩნდება რგოლები, რომლებიც იშლება, ერთმანეთს უერთდება და ზოგჯერ რვაკუთხედის, გვირილის, ან სხვა ფორმებს იღებს. ამ დროს ფსორიაზი შესაძლოა მოედოს მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით კი: იდაყვებს, მუხლებს, თმიან არეებს, დააზიანოს ფრჩხილები, გამოიწვიოს სახსრების მწვავე ტკივილი. გამწვავებულ ფსორიაზს ხშირად ახლავს ქავილი და ტკივილი. ზოგჯერ ქავილის დროს ქერქი სცილდება, კანი სკდება და სისხლი მოდის. ეს კი იწვევს შფოთვას, არღვევს ძილს და ადამიანს ჩვეული რიტმიდან აგდებს.
სხვათა შორის, ფსორიაზს, გამწვავების პერიოდში, დეპრესიაც ახასიათებს, რაც იწვევს სევდიან, უიმედო, დანაშაულისა და ბრაზის მომგვრელ გრძნობებს, დაბნეულობის განცდას. ფსორიაზით დაავადებულებში დეპრესიის მაჩვენებელი ზოგადად მაღალია. სწორედ ამიტომ არის საჭირო ექიმის კონსულტაციის ზუსტი გათვალისწინება.

- გადამდებია თუ არა ეს დაავადება?

- იგი გადამდები არ არის. პაციენტების ნაწილს ის ზამთარში ან ზაფხულში უმწვავდება (დაავადება მთელი წლის განმავლობაში იშვიათად ვლინდება). შესაბამისად, მას ზაფხულის ან ზამთრის ფსორიაზს ვუწოდებთ. ვერავინ დაავადდება ფსორიაზით დაავადებულ ადამიანთან შეხებით, ან მასთან ერთად საცურაო აუზში ცურვით, ან თუნდაც ინტიმური კონტაქტით. ფსორიაზი იმდენად რთული დაავადებაა, რომ მეცნიერებმა ჯერაც ვერ შეისწავლეს მისი განვითარების სრული მექანიზმი.

- როგორია ფსორიაზის მკურნალობის მეთოდები?
- ვინაიდან ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, ჯერჯერობით ამ დაავადების სრულად განკურნების მეთოდი ვერ მოიძებნა. თუმცა თუ პაციენტი ჩაიტარებს მედიკამენტურ მკურნალობას, დაიცავს დიეტას, ფსორიაზი არ გამწვავდება. შესაძლებელია პროცესის შეჩერება განსაზღვრული დროით და ავადმყოფი თითქმის განკურნებულად ჩათვლის თავს. თუმცა თუ პაციენტმა ექიმის მითითებები არ გაითვალისწინა, ფსორიაზის რეციდივები ხშირი იქნება. მკურნალობა დიდ მოთმინებას მოითხოვს, - აუცილებლად დიეტით უნდა დავიწყოთ, მოვაწესრიგოთ კვება. გამოირიცხოს ალკოჰოლი, მწარე, მჟავე, ხორცი ნაკლებად მივიღოთ, შედეგად - პაციენტს სიმშვიდე უბრუნდება. ის კარგად იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თანამედროვე მედიცინაში ბევრია ისეთი პრეპარატი, რომელიც ძალზე კარგად ასუფთავებს კანს, მაგალითად, კერატოლური საშუალებები, მკურნალობისას იყენებენ ასევე კორტიკოსტეროიდულ მალამოებსაც, მწვავე პერიოდში საერთო მკურნალობის სახით სასარგებლოა სედაციური საშუალებების დანიშვნა, ასევე ეფექტიანია შესაბამისი ვიტამინების ინიექციები, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავას მიღება. ფსორიაზით დაავადებულებზე კარგად მოქმედებს ზღვა, წყლის აბაზანები, გოგირდოვანი აბანოები...
მკითხველის კომენტარი (20)
ვასო
16 აგვისტო 2018 09:45
მე უკვე 4 წელია მაქვს ეს მტანჯველი დაავადება რა არ ვცადე მაგრამ არაფერმა არ მიშველა ახლა ნეოტიგასონს ვიღებ. მშველის მაგრამ დროებით დაახლოებით 6-7 თვე თან ეს წამალი საქართველოში არ იშოვება თურქეთში ვყიდულობ.ფასი იცოცხლე ძაან ძვირი ღირს.ისე საქართველოში ხომ უნდა იყოს რაღაც ,რომ წამალი შეიძინო აქ და საღვარგარეთ არ ეძებო.პსრიმილკი და ზდოროვი კი გამიგია მაგრამ როგორი იქნება არ ვიცი.ვნახავ და ვცდი მაგასაც
მაიკო
29 ოქტომბერი 2017 21:23
გამარჯობათ მე სამი წელიწადია მაქვს ვხმარობ კრემ ზდოროვის ვნახოთ შედეგი რა იქნება
mzia
04 სექტემბერი 2017 16:25
ინდერმა სჰეუკვეტე რომელსაც ვაუკმებ ტანხის გამო
ანდრეა
31 ივლისი 2017 11:40
14 წელია ვიტანჯები ამ დაავადებით. დამიჯერეთ საქართველოში ამ სენის დამარცხება ძალიან ძნელია. არცერთი ექიმი არ ამბობს რო ფრორიაზის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს ( სამი ათასამდე ) პრობლემა იმაშია რო საქართველოში სახეობის დადგენას ვერ ახერხენებ. მსოფლიოში სამი ქვეყაანაა სადაც კურნავენ ისრაელი, ამერიკა და კანადა მე რაც ვიცი. ანუ ამ ქვეყნებში არის სპეციალური კლინიკები რომლებიც მხოლოდ ფსორიაზს მკურნალობენ და რაც მთავარია სახეობას ზუსტად ადგენენ. ინტერნეტში საკმაოდ დიდი იფორმაციაა ამასთან დაკავშირებით. ისრაელში მე დაუკავშირდი ერთერთ კლინიკას და 2600 $ მოითხოვეს რო გამოკვლევა ჩაეტარებინათ და ორკვირიანი სამკურნალო პროგრამით მესარგებლა. ზღვა კარგია ანუ ზღვის მარილია კარგი. გააჩნია რომელი სახეობა გაქ. სამწუხაროთ საქართველოში უსახსრობის გამო ბევრი იტანჯება ამ დაავადებით. მე ხელებზეც მაქ და ამის გამო სამსახურს ვერ ვშოულობ და სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ დაავადებასთან დაკავშირებით საერთოთ გაუგებარია. რიალურათ მკურნალობა ძვირია. რა ქნას ადამიანმა თუ იტანჯება ამ დაავადებით, თან სამსახურიც არააქ რო ელემენტარულათ თავი ხო უნდა ირჩინოს? თუ ოჯახი ყავს ხო დანგრეულია ის ოჯახი. მე ვერ გავარკვიე და იქნებ თქვენ მაინც გაარკვიოთ სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ დაავადების მიმართ. მართალია ფსორიოზი არ კლავს მაგრამ მისგან გამოწვეული პრობლემები რიალურათ მომაკვდინებელია.
იაკო
06 ივნისი 2017 14:51
ერთი წელია რაც მაქვს ფსორიაზი ვმკურნალობ კოტე ცაგარეიშვილთან ქუთაისში ,შედეგიც საგრნობლად მეტყობა
roman
13 აგვისტო 2016 11:35
რუსულ საიტზე ცავაცყდი კრემ ოტ ფსორიოზა.ზდოროვ კრემ-ბოცკ.ტავისტავად ბევრი კარგი სიტყვაა ნატქვამი მის სჰესახებ. ნახევარი მარტალი რომ იყოს კარგი იქნება. ნახეტ გააკეტეტ ტქვენი კომენტარი. გამომეხმაურეტ ტ 593635057


ნანა
25 ივლისი 2016 22:15
ფსორიაზს მეტოტრექსატის გარდა არაფერი შველის .( ისიც თუ უშველა). მალამოები და კრემები ___ ეს დამატებითი საშუალებებია: დაიბოვეტი, ქსავიოლი, დიპროსალიკი, დერმოვიტი და ბევრი სხვა..თან მალამოები უნდა ვცვალოთ. ექიმბაშების წამლები არ შველის საფუძვლიანად, თუმცა არც არაფერს დაგიშავებთ. ნახეთ პეგანოს დიეტა და იმის მიხედვით იკვებეთ.
ნატო.
18 თებერვალი 2016 23:05
ორი თვეა მაქვს ფსორიაზი ძალია გტხოვტ თუ მეტყვით უტყუარ წამალს მაობი დავრჩები. უკვე დავიღალე. რა ვერაგი დაავადებააა.
ბარბარე
08 თებერვალი 2016 13:48
dedachems qonda fsoriazi 8 weli, ganikurna 2 tveshi… ukve gasulia 2 weli da fsoriazi ar gamochenila. dareket am nomerze 571599944
ფსო
09 დეკემბერი 2015 13:58
ვანში არის ქალი რომელიც ამზადებს მალამოს სპეციალურ თხევად საპონს და მკურნალობს მე პირადად ვიმკურნალე სამი კურსი ჩავიტარე და გამიქრა. მაგრამ დრო უნდა მკურნალობას მოთმინებაა საჭირო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები