ბებიისდროინდელი რეცეპტები - კვირის პალიტრა

ბებიისდროინდელი რეცეპტები

გთავაზობთ გამოყელვის ხალხურ საშუალებებს:

1. გამოყელილი ადგილები გაიწმინდეთ იოდის სუსტი ხსნარით: 1-2 წვეთი იოდი 1 ჩ/ჭ წყალზე. შემდეგ გაიმშრალეთ ბამბის ქსოვილით, 15-20 წუთი არაფერი ჩაიცვათ, და არც დაიფაროთ. პრობლემურ ადგილებზე მიიფრქვიეთ ტალკი, ბავშვის ფხვნილი ან დაფქული და გაცრილი წიწიბურას ფქვილი.

2. 200 გ მუხის ქერქს დაასხით 2 ლ წყალი და 20 წუთი ადუღეთ. გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ დაამატეთ 2 ლ ანადუღარი წყალი. გამოიყენეთ გამოყელილი ადგილების დასაბანად ან აბაზანებისთვის.

3. ზეითუნის მზესუმზირის ან ქაცვის ზეთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, წამოადუღეთ. ზეთი წაისვით გამოყელილ ადგილებზე.

ანგინის დროს - 1 ს/კ არაყს დაამატეთ 1 ს/კ წყალი და ცოტა სოდა. ნარევი გამოივლეთ ყელში 3 საათში ერთხელ.

ეგზემის დროს - მზესუმზირის ფესვები დაწვით, ნაცარს დაასხით იმდენი წყალი, რომ ფაფა მიიღოთ. ცხელი ფაფა (ისე, რომ არ დაგწვათ) დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე. გაიჩერეთ გაცივებამდე. გაიმეორეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გთავაზობთ მდოგვის რეცეპტებს:

სლოკინის დროს - ძმრით გაქენით მდოგვის ფხვნილი, მიღებული ფაფა წაისვით ენის შუაში, შეიგრძნობთ წვას - უნდა მოითმინოთ. 2 წუთის შემდეგ პირში გამოივლეთ თბილი წყალი. სლოკინი შეგიწყდებათ.

შაკიკის დროს - 50 0ჩ-ის წყალს შეურიეთ 1 მუჭა მდოგვის ფხვნილი, გააგრილეთ 380ჩ-მდე და შიგ ჩააწყვეთ ხელები.

ნევრალგიის დროს - 400 გ მდოგვის ფხვნილს თანდათანობით დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ ფაფა, ნარევი გახსენით აბაზანაში 36-37 C წყალში და 5 წუთი ჩაწექით. შემდეგ ტანზე გადაივლეთ თბილი წყალი და შემოიხვიეთ საბანი.

გაცივების დროს - მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ წინდებში და ჩაიცვით. რამდენიმე საათის შემდეგ (ან დილით) დაიბანეთ ფეხები და ჩაიცვით სუფთა წინდები.