ბებიისდროინდელი რეცეპტები
07-10-2013
გთავაზობთ გამოყელვის ხალხურ საშუალებებს:

1. გამოყელილი ადგილები გაიწმინდეთ იოდის სუსტი ხსნარით: 1-2 წვეთი იოდი 1 ჩ/ჭ წყალზე. შემდეგ გაიმშრალეთ ბამბის ქსოვილით, 15-20 წუთი არაფერი ჩაიცვათ, და არც დაიფაროთ. პრობლემურ ადგილებზე მიიფრქვიეთ ტალკი, ბავშვის ფხვნილი ან დაფქული და გაცრილი წიწიბურას ფქვილი.

2. 200 გ მუხის ქერქს დაასხით 2 ლ წყალი და 20 წუთი ადუღეთ. გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ დაამატეთ 2 ლ ანადუღარი წყალი. გამოიყენეთ გამოყელილი ადგილების დასაბანად ან აბაზანებისთვის.

3. ზეითუნის
მზესუმზირის ან ქაცვის ზეთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, წამოადუღეთ. ზეთი წაისვით გამოყელილ ადგილებზე.
ანგინის დროს - 1 ს/კ არაყს დაამატეთ 1 ს/კ წყალი და ცოტა სოდა. ნარევი გამოივლეთ ყელში 3 საათში ერთხელ.

ეგზემის დროს - მზესუმზირის ფესვები დაწვით, ნაცარს დაასხით იმდენი წყალი, რომ
ფაფა მიიღოთ. ცხელი ფაფა (ისე, რომ არ დაგწვათ) დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე. გაიჩერეთ გაცივებამდე. გაიმეორეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
გთავაზობთ მდოგვის რეცეპტებს:
სლოკინის დროს - ძმრით გაქენით მდოგვის ფხვნილი, მიღებული ფაფა წაისვით ენის შუაში, შეიგრძნობთ წვას - უნდა მოითმინოთ. 2 წუთის შემდეგ პირში გამოივლეთ თბილი წყალი. სლოკინი შეგიწყდებათ.

შაკიკის დროს - 50 0ჩ-ის წყალს შეურიეთ 1 მუჭა მდოგვის ფხვნილი, გააგრილეთ 380ჩ-მდე და შიგ ჩააწყვეთ ხელები.

ნევრალგიის დროს - 400 გ მდოგვის ფხვნილს თანდათანობით დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ ფაფა, ნარევი გახსენით აბაზანაში 36-37 C წყალში და 5 წუთი ჩაწექით. შემდეგ ტანზე გადაივლეთ თბილი წყალი და შემოიხვიეთ საბანი.
გაცივების დროს - მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ წინდებში და ჩაიცვით. რამდენიმე საათის შემდეგ (ან დილით) დაიბანეთ ფეხები და ჩაიცვით სუფთა წინდები.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?