4 დღეში დაიკლებთ 2 კილოგრამს - კვირის პალიტრა

4 დღეში დაიკლებთ 2 კილოგრამს

დიეტოლოგების მტკიცებით, იმ პროდუქტთა სიაში, რომელიც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, შეიძლება შეიტანოთ ყურძენი. თუ ყოველდღე 200-300 გ ყურძენს შეჭამთ, შეიძლება 4 დღეში 2 კგ დაიკლოთ. თქვენ მხოლოდ გევალებათ: მიირთვათ ყურძენი, მოამზადოთ საჭმელი დიეტოლოგების რეცეპტების მიხედვით და არ დაგეზაროთ შეასრულოთ მარტივი ფიზიკური ვარჯიშები.

1-ლი დღე

საუზმე: 1/2 ფორთოხალს და 1 ს/კ შვრიის ბურბუშელას დაასხით 150 გ 1%-იანი იოგურტი, 1 ჩ/კ მზესუმზირის თესლი, მუქი ფერის 50 გ ყურძენი.

სადილი: ინდაურის ფილე ბოსტნეულისა და ყურძნის სალათა (ნახეთ რეცეპტი #1).

ვახშამი: 1 ჩ/კ მცენარეულ ზეთში შემწვარი 120 გ (ორივე მხარე 5-5 წუთი) ქათმის თეთრი ხორცის, 75 გ მუქი ფერის ყურძნისა და 50 გ კუბებად დაჭრილი ანანასის სალათა.

მე-2 დღე

საუზმე: კარგად აურიეთ ერთმანეთში 200 გ უცხიმო იოგურტი 1 ს/კ ლიმონის წვენი, ძალიან ცოტა გახეხილი ლიმონის ცედრა და დაასხით 75 გ მწვანე და წითელ დაჭრილ ყურძენს.

სადილი: უმარილო წყალში მოხაშეთ 45 გ ბრინჯი. 100 გ ყურძნის მარცვლები დაჭერით შუა-შუა და დაამატეთ ბრინჯს. 100 გ კრევეტი შეწვით 1 ჩ/კ ზეითუნს ზეთში, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით და დაამატეთ ბრინჯსა და ყურძენს.

ვახშამი: 1 სტაფილო და 100 გ კარტოფილი დაჭერით კუბებად, თითო ძირი მწვანე ხახვი და ნიახური დაკეპეთ, დაასხით 250 მლ ბულიონი და ხარშეთ 12 წუთი. დესერტი - 50 გ ყურძენი.

მე-3 დღე

საუზმე: უხეშად დაფქულ პურის ნაჭერს (ან ფუნთუშას) წაუსვით 5 გ მდოგვი, ზედ დაადეთ პატარა ნაჭერი ყველი და ყურძენი.

სადილი: 1 თავი ხახვი დაჭერით, დაამატეთ 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი, 150 გ კომბოსტოს მწნილი, 50 გ შუა-შუა დაჭრილი ყურძენი და შუშეთ 10-15 წუთი.

ვახშამი: ვაშლი დაჭერით, დაამატეთ 100 მლ ყურძნისა და 50 მლ ვაშლის წვენი. 10 წუთით შედგით მაცივარში.

მე-4 დღე

საუზმე: შავი პურის ნაჭერზე წაუსვით 100 გ ხაჭო, დესერტად - 75 გ ყურძენი.

სადილი: 1 მაჭკატში გახვეული 5 მლ მინერალური წყლით შეთხელებული და 50 გ ყურძენშერეული უცხიმო ხაჭო.

ვახშამი: ავოკადოს სალათა (ნახეთ რეცეპტი #2)

რეცეპტი #1. 4 ულუფა: 600 გ ინდაურის ფილეს მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, შეწვით 2 ს/კ მცენარეულ ზეთში - 5 წუთი. ტკბილ წიწაკას გამოაცალეთ თესლი, ხახვი დაჭერით ნახევარ-რგოლებად, დააყარეთ ხორცს, დაასხით ბულიონი და 10 წუთი კიდევ შუშეთ. ჭამის წინ მოაყარეთ ყურძენი.

1 ულუფა - 325 კკალორია, 12 გ ცხიმი, 15 გ - ნახშირწყლები.

რეცეპტი #2. 4 ულუფა: 1/2 ავოკადო და 300 გ შუა-შუა დაჭრილი ყურძენი, წვრილად დაჭრილი 100 გ ლორი, დახეული 100 გ სალათის ფოთლები ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ 100 მლ ქაცვის წვენი, თითო ს/კ ზეითუნის ზეთი, ვაშლის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი, მარილი და წიწაკა - გემოვნებით, დაჭრილი ოხრახუში და ნიგოზი და დაამატეთ სალათას.

1 ულუფა - 330 კკალორია, 12 გ - ცხიმი, 8 გ - ცილა, 19 გ - ნახშირწყლები.

ყურძნის დიეტა არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს.