მწვანილი - სანელებელიც და მკურნალიც - კვირის პალიტრა

მწვანილი - სანელებელიც და მკურნალიც

უძველესი დროიდან მწვანილს ამატებდნენ არა მარტო საკვებს, არამედ იყენებდნენ დაავადებებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.

ძნელია, იპოვო ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ახალი მწვანილი. თითოეულს თავისი, განსაკუთრებული სურნელება და გემო აქვს: ლიმონის, ანისულის, სიმწარის...

დამტკიცებულია, ის, ვინც სისტემატურად ამატებს კერძებს მწვანილს, დროთა განმავლობაში ნაკლებ მარილს იყენებს.

მწვანილების სამკურნალო თვისებების ჩამოთვლა არცთუ ადვილია. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

1. ოხრახუშის წვენი, რომელიც შეიცავს ჩ და K ვიტამინებს და ბეტა-კაროტინს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მუცელში სიმძიმის შეგრძნებისა და შებერილობის დროს თაფლდამატებული 1 ს/კ წვენი მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

2. რეჰანი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. გაცივების დროს სვით რეჰანის ჩაი. გთავაზობთ რეცეპტს: 1 ჩ/კ გამხმარ ან 30 გ ნედლ ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 5 წუთით გააჩერეთ, დაამატეთ გემოვნებით ლიმონის წვენი და თაფლი. სხვათა შორის, რეჰანი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც სპობს კარიესის გამომწვევ ბექტერიებს.

3. როზმარინი აძლიერებს იმუნიტეტს. მისი აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმში არეგულირებს წყლის ბალანსს.

დაიხსომეთ, ძილის წინ არ მიიღოთ როზმარინი, მასტიმულირებელი თვისების გამო ძილი გაგიკრთებათ.

4. ბეგქონდარა ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებებით გამოირჩევა.

5. პიტნას აქვს დამამშვიდებელი თვისება. მისი ჩაი სვით ნევროზის, დეპრესიისა და უძილობის დროს. მედიცინაში იყენებენ როგორც ნაღველმდენ საშუალებას: 2 ს/კ პიტნას დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

6. თავშავა კარგ შედეგს იძლევა მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და კლიმაქსის დროს. მისი ნახარშით მკურნალობენ ფურუნკულსა და

ფერისმჭამელებს.

7. სალბი ამცირებს ოფლიანობას: 1 ჩ/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააგრილეთ და მთელი დღე სვით ჩაივით, ყლუპ-ყლუპად.