მოუსმინეთ ორგანიზმს
07-10-2013
მოუსმინეთ ორგანიზმს
უსიამოვნო შეგრძნებას - გულისრევას, უმეტეს შეთხვევაში მიაწერენ საკვებს. გულისრევა ამ შემთხვევაში არის ორგანიზმის დამცველი რეაქცია. ე.ი. ტვინის გულის ამრევ ცენტრს მიეწოდება ინფორმაცია უხარისხო პროდუქტის შესახებ, რომლის "ბრძანებითაც" აქტიურდება სანერწყვე ჯირკვლები, რასაც მოჰყვება საყლაპავი მილის შევიწროება და ყველა პირობა იქმნება კუჭის გასათავისულებლად. თუმცა ეს უსიამოვნო სიმპტომი შეიძლება სულ სხვა რამეზე მიუთითებდეს. ბევრ ადამიანს აწუხებს კუჭის ფუნქციური დაავადება - სხვადასხვა მიზეზით კუჭი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.

ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა კუჭის მოქმედების დარღვევა.
ამ დროს კუჭი ძალიან მგრძნობიარეა, საკმარისია ცხიმიანი, მწარე ან შებოლილი პროდუქტი შეჭამოთ, რომ პირღებინება იწყება.
იგივე შეიძლება გამოიწვიოს მუდმივმა უძილობამ, დაღლილობამ, არარეგულარულმა კვებამ, თუმცა არსებობს სხვა უკიდურესობაც - "უგრძნობი კუჭი", რომელიც არ რეაგირებს საკვებზე, ამ მდგომარეობას ეწოდება კუჭის ატონია (ტონუსის მოდუნება) და ისიც განეკუთვნება ფუნქციურ
დაავადებებს. რეკომენდებულია პერისტალტიკის მოსაწესრიგებელი პრეპარატების ("ცერულოკი", "მოტილიუმი") მიღება. საკვებით მოწამვლის დროს უპირველესად გამოირეცხეთ კუჭი, დალიეთ ბევრი სითხე (სუფთა წყალი და არა გაზიანი), ან ანტისეპტიკური თვისების სამკურნალო ბალახეული ჩაი, მაგალითად, გვირილის ყვავილის ნახარში, ასევე 5-10 აბი აქტივირებული ნახშირი. თუ ჭამის შემდეგ გულისრევის შეგრძნება ხშირად მეორდება - მიმართეთ გასტროენტეროლოგს.

კუჭი შეიძლება გააღიზიანოს ბევრმა სამკურნალო ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებამ, გულისრევა შეიძლება გამოიწვიოს სტრესებმა. თავიდან რომ აიცილოთ გულისრევა - მოერიდეთ კონფლიქტურ და სტრესულ სიტუაციებს, თუ გრძნობთ, რომ გეწყებათ გულისრევა, მიიღეთ დამამშვიდებელი საშუალება.
ზოგჯერ ჯანმრთელი კუჭის დროსაც კი ჩნდება გულისრევის შეგრძნება, რასაც იწვევს პროდუქტების შეუთავსებლობა. მაგალითად, არარეკომენდებულია ხილის და ბოსტნეულის რძესთან ერთად მიღება, ხორცისა - თევზთან... თუმცა ადამიანები სხვადასხვანაირად იტანენ ამ პროდუქტების კომბინაციას, ყველაფერი დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების აქტივობასა და თავისებურებაზე.
თუ ძლიერი გულისრევა მოულოდნელად, უმიზეზოდ ჩნდება და იწყება პირღებინება, და თან ერთვის ხუთვა და გულის ტკივილიც - ეს შეიძლება იყოს ინფარქტის ნიშანი. სასწრაფოდ გამოუძახეთ ექიმს.
პასუხი
18 ივლისი 2017 17:56
გაშავების მიზეზი შეიძლება იყოს გულისრევის დროს სუნთქვის დროებითი შეჩერება და ჟანგბადის შიმშილი
26 აპრილი 2017 11:26
გამარჯობათ, მყავს 2 წლის გოგო,გულის რევის დროს შავდება ბავშვი და რატომ ხდება,შუ სეიძლება რომ მიპასუხოთ?

რედაქტორის რჩევით