იცით თუ არა, რომ...
21-10-2013
იცით თუ არა, რომ...
შავი მოცხარი არა მარტო გემრიელია, არამედ წამალიც არის, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო და ინფექციებისადმი წინააღმდეგობის უნარს. C ვიტამინის შემადგენლობით ეს კენკრა რეკორდსმენია, ერთი მუჭა კენკრა შეიცავს ერთ დღეღამურ ნორმას. მოცხარი ბევრ სხვა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, ის არეგულირებს წნევას და ხელს უშლის სახსრებში ანთებითი პროცესების განვითარებას. ხალხურ მედიცინაში როგორც ახალ, ისე გამხმარ კენკრას იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებად. მოცხარი ორგანიზმს მატებს ტონუსს, აძლიერებს მადას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს
უშლის მხედველობის დაქვეითებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.

რა თქმა უნდა, კენკრის თერაპია სასარგებლოა მაშინ, როდესაც ის მიმდინარეობს ექიმის მიერ დანიშნულ წამლებთან ერთად.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კენკრა, ასევე ფოთლები და კვირტები. შეიძლება მოამზადოთ ჩაი, ნაყენი, ნახარში.
მოცხარის მორსი ან უბრალო კენკრის წყლიანი ნაყენი
უფრო მეტი მიკრობების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა, ვიდრე ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ტეტრაციკლინი, პენიცილინი, ბიომიცინი. უფრო მეტიც, წვენი სპობს გრიპის ვირუსებს.

ცნობისთვის: მოცხარის ახალი კენკრა უნდა მიიღოთ ზომიერად, რათა არ გამოიწვიოს ალერგია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით