შეუცვლელი არაფერია - კვირის პალიტრა

შეუცვლელი არაფერია

იმის მაგივრად, რომ დაითვალოთ კალორიები, შეეცადეთ, შეამციროთ მათი რაოდენობა სწორად შერჩეული პროდუქტის ანგარიშზე. ეს ძნელი არ არის. მრავალფეროვანი პროდუქტი მოგცემთ საშუალებას, სწორად შეადგინოთ გემრიელი და ჯანმრთელი რაციონი. გაგაცნობთ ზოგიერთ საიდუმლოს, რომელიც დაგეხმარებათ კერძების კალორიულობის შემცირებაში:

მაიონეზი შეცვალეთ მდოგვით;

შაქარი - თაფლით;

ნაყინი - ცივი წვენებით;

არაჟანი - იოგურტით;

პური - ხრამუნა პურით - ხმიადით;

ყავა - ფრეშითა და სმუზით;

ღორის ხორცი - ხბოსა და ინდაურის ხორცით;

კარტოფილის ფრი - აირღუმელში შებრაწული კარტოფილით;

კერძებს დაამატეთ ხახვი და მწვანილი;

სალათებს დაამატეთ არა მაიონეზი, არამედ ზეთის, ღვინის ძმრისა და სანელებლების ნაზავი.