საიდან ჩნდება ეს უსიამოვნო სუნი?
21-10-2013
საიდან ჩნდება ეს უსიამოვნო სუნი?
ჰალიტოზი ბევრ სერიოზულ პრობლემას იწვევს: ართულებს ურთიერთობებს, ადამიანს თრგუნავს ემოციურად და ფსიქოლოგიურად, ზოგჯერ დეპრესიის მიზეზიც ხდება. და თუ ეჭვობთ, რომ ჰალიტოზი გაქვთ (პირიდან ცუდი სუნი), ჩაიტარეთ ტესტი: ბამბის ტამპონი ენის შუაგულში დაიდეთ, ნერწყვით დაანესტიანეთ და დაყნოსეთ. თუ შეიგრძნობთ უსიამოვნო სუნს, თქვენი ეჭვი გამართლდა.

იკითხავთ, საიდან ჩნდება ეს უსიამოვნო სუნი? პირის ღრუში ბინადრობს 120-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა მიკროორგანიზმი, რომლებიც "იმალებიან" კბილის კარიესებში, კბილებშუა უბნებსა და სხვა ადგილებში. არარეგულარული ან არასწორი ჰიგიენის
დროს ეს მიკროორგანიზმები აქტიურად მრავლდებიან, რაც ჰალიტოზის მიზეზი ხდება. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა პირის ღრუს გულმოდგინედ მოვლა და სტომატოლოგთან ვიზიტი. სხვათა შორის, ჰალიტოზი შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო კბილის კარიესმა, არამედ ღრძილების დაავადებამაც.

ჰალიტოზით დაავადების ერთ-ერთი
მიზეზი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცხვირ-ხახისა და ფილტვების პათოლოგიები.

ჰალიტოზის მიზეზი შეიძლება იყოს პირის სიმშრალე. პირის ღრუში ნერწყვის უკმარისობის დროს მრავლდება ანაერობული ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სუნს. ამიტომ, გირჩევთ, პირის ღრუში შეინარჩუნოთ სინოტივე, თან ატარეთ მინერალური წყალი და როგორც კი იგრძნობთ პირის სიმშრალეს, დალიეთ, ან დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, რომელიც ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას.
კბილები გაიწმინდეთ დღეში 2-ჯერ, ასევე ენა და გამოიყენეთ კბილების ძაფი.

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:
1. 20 ც გვირილის ყვავილს დაასხით 2 ფინჯანი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი და დალიეთ ერთი ფინჯანი ნაყენი ყოველი ჭამის წინ და ვახშმის შემდეგ.
2. თანაბარი რაოდენობის გვირილის ყვავილის, პიტნის და სალბის 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ წყალი და აადუღეთ. გააჩერეთ 5 წუთი, გაწურეთ და დღეში 2-ჯერ გამოივლეთ ყელსა და პირში.
3. დაღეჭეთ ოხრახუშის ფოთლები 10 წუთი, შემდეგ შეჭამეთ 1 ვაშლი.
4. ხშირად დაღეჭეთ კამის ან ანისულის თესლი, შეჭამეთ ოხრახუშის ფოთლები.
5. 1-2 ჩ/კ ჩაის დაასხით 150 მლ ცხელი წყალი, 10-15 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ დღეში 2-3-ჯერ ან გამოივლეთ პირსა და ყელში.

mari
20 აგვისტო 2016 15:19
მცხვენია მისვლა ექიმთან ალბათ 5 წელის რაც ჰალითოზით ვარ დაავდებული რას მირჩევთ???

რედაქტორის რჩევით