ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

სახსრების ტკივილის დროს:

1. 2 ჩ/კ ბროწეულის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 0,5 საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, გადაწურეთ და შეავსეთ მდუღარე წყლით 1 ჭიქამდე. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ ნახარში დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

2. 1 ჩ/ჭ შვრიას დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედით არ დაიკლებს. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ნევროზის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის გველის სურო და ფითრი, 200-გრამიან ბოთლში ჩაყარეთ სანახევროდ და შეავსეთ სპირტით, 5 დღე დადგით ბნელ, გრილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ ცოტა წყალში გახსნილი 7-7 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

უძილობისა და ნევროზის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თითო-თითო ფლაკონი შავბალახას, კატაბალახას, კუნელისა და იორდასალამის ნაყენი (აფთიაქში იყიდება). 1 ჩ/კ ნარევი გააზავეთ 1/2 ჩ/ჭ წყალში დ მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ძილის წინ.

ქრონიკული გასტრიტის (გულძმარვის) დროს: თითო ჩ/კ პიტნისა და კამის, 2 ჩ/კ კრაზანის 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 1-2 ს/კ ნაყენი.

დისბაქტერიოზის დროს: 50 გ დაქუცმაცებულ ხეჭრელას ქერქს დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი. გააჩერეთ 1 კვირა, გაწურეთ და მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში ერთხელ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. მეტხანს არ შეიძლება - შეჩვევას იწვევს. მისი მიღება ეკრძალებათ ფეხმძიმეებს.

ართრიტის, რადიკულიტისა და კისრის ოსტეოქონდროზის დროს: 1 ჩ/კ ზღვის მარილი ან ჩვეულებრივი მარილი გახსენით 1 ჩ/ჭ ანადუღარ წყალში, ჩაასხით მაცივრის საყინულის ყალიბებში და გაყინეთ. მზა ყინული დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე მანამ, სანამ სულ არ გადნება, შემდეგ 3-4 საათით შეიხვიეთ შალის ქსოვილით.