საშემოდგომო დეტოქს-დიეტა
28-10-2013
საშემოდგომო დეტოქს-დიეტა
რაციონალური და რეგულარული კვება ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ზედმეტი წონის დაკლებაში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ხერხით ორგანიზმიდან მავნე წიდების გამოდევნას. მათ შორის ერთ-ერთია დეტოქს-დიეტა, რომელიც შედარებით უფრო სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან არასასურველ და საშიშ წიდებს.

გარდა ამისა, განტვირთვის ამ ათდღიანი დეტოქს-დიეტის მენიუს პროდუქტებს აქვთ როგორც გამხსნელი, ისე შემკვრელი ეფექტი. ამიტომ გირჩევთ, ამ დიეტის მენიუს ელემენტები დაამატოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს.

1-ლი დღე: მცენარეული ზეთით შეზავებული კომბოსტოს, ჭარხლის, სტაფილოსა და მწვანილის
სალათა. ვაშლის წვენი.
მე-2 დღე: 2 ვაშლი, კენკრიანი შვრიის ფაფა.
მე-3 დღე: 500 გ უცხიმო ხაჭო, 2 ვაშლი, 15 შავი ქლიავი
მე-4 დღე: 1 ვაშლი (შეიძლება შებრაწული), კენკრის სმუზი (კოქტეილი).
მე-5 დღე: მცენარეული ზეთით და მწვანილით (კამა, ხახვი, ოხრახუში)
შეკაზმული წიწიბურას ფაფა.
მე-6 დღე: მწვანილით შეკაზმული მოხარშული ლობიო და მწვანე მუხუდო.
მე-7 დღე: წიწიბურა, ტოლმა, სტაფილო.
მე-8 დღე: ხაჭოიანი ვერმიშელი, ისპანახის, კამისა და ოხრახუშის სალათა. კენკრის კოქტეილი.
მე-9 დღე: დიეტური ბორშჩი ლობიოთი. კენკრის კოქტეილი.
მე-10 დღე: ხორბლის ფაფა, ხილის სალათა, ახალი ხილისა და კენკრის კომპოტი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები