ექიმი როზმარინი - დეპრესიის მკურნალი
28-10-2013
ექიმი როზმარინი - დეპრესიის მკურნალი
ელინმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი ათბობდა ადამიანს შიგნიდან", გამოჰყავდა ის დეპრესიიდან, კურნავდა როგორც სულს, ისე სხეულს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. სჯეროდათ, რომ როზმარინის ზეთს შეეძლო განეკურნა ისეთი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, თირკმლები, ტვინი, გული.

თანამედროვე მედიცინა დღესაც აქტიურად იყენებს როზმარინს სამკურნალოდ. მისგან ამზადებენ ჩაის, ნაყენს, მალამოებს და სხვა სამკურნალო პრეპარატებს.

- როზმარინის ზეთს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის დაავადების დროს.
- თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად როზმარინის თბილი
ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში (4 წვეთი 10 მლ). როზმარინის ზეთით რეგულარული თავის კანის მასაჟი ხელს უშლის თმის ნაადრევად გაჭაღარავებას, ქერტლის წარმოქმნას.
- სტომატიტისა და პირიდან უსიამოვნო სუნის დროს 200 მლ წყალს დაამატეთ 1 წვეთი როზმარინის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუში.
- თავისა და კუნთების ტკივილის,
რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით.
- ალერგიის, ანგინის, გაცივებისა და გრიპის დროს როზმარინის ზეთის ინჰალაცია აიოლებს სუნთქვას.
- როზმარინის ზეთი ანტისეპტიკურია და ასთმის დროს ძალიან ეფექტიანად ხსნის სპაზმებს.
- მეტეორიზმისა და კუჭის სპაზმების დროს 1 ჩ/კ როზმარინს დაასხით 250 მლ მდუღარე, გააჩერეთ 10-15 წუთი და სვით, როგორც ჩაი (ერთი ფინჯანი) საუზმემდე და სადილამდე 20 წუთით ადრე.
- ჰიპოტონიის დროს 1 ს/კ როზმარინს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. 10 წუთის მერე გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი (შეიძლება თაფლთან ერთად) ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- დაღლილობისა და დეპრესიის დროს დაყნოსეთ როზმარინის ზეთი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

გაფრთხილებთ! როზმარინის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არ შეიძლება როზმარინი (ნებისმიერი სახით) მიიღონ ფეხმძიმეებმა, მეძუძურმა დედებმა. როზმარინით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ნიკოლოზი
23 თებერვალი 2018 16:17
მე ვიყიდე ნავთლუხის ბაზართან,ვიღაც ქალბატონისგან ძალიან პატარა ნერგი,რომელიც ლაგოდეხში სოფელში წავიღე და გავახარე,ახლა საკმაოდ დიდი ბუჩქია,როცა ჩავდივარ ყურადღებას არ ვაკლებ,მაგრამ არც ისე დიდი ყურადღება უნდა,მთავარია პირველ წელს მიხედოთ და გვალვის დროს მორწყოთ,ჩემი მეუღლე მას ყველა კერძს საკმაზის სახით შეურევს ხოლმე,რომელსაც შესანიშნავ სუნს და არომატს აძლევს,არამარტო წვნიანს არამედ მშრალ საჭმელებსაც,ასევე ვსვამთ ჩაის სახით.
sofo
25 აპრილი 2017 18:45
Sad sheidzleba Rozmarinis chais sheidzleba?
...
30 მარტი 2017 08:56
თითქოს ქონდარს გავს

რედაქტორის რჩევით