იცით თუ არა, რომ...
04-11-2013
იცით თუ არა, რომ...
ნატურპროდუქტები მოდური ტრენდია. იკითხავთ: "სად ვიპოვოთ ის", პასუხი მარტივია: ბუნებაში, რომელმაც იზრუნა მოგვცეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მიკროელემენტები, და ეს ყველაფერი თავს იყრის კაკალში.

ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასატურებს. განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი - ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.

სრულიად საკმარისია ერთი
თვის განმავლობაში ბოსტნეულის სალათებს დაამატოთ კაკლის ზეთი, რომ ქოლესტერინის დონე არა მარტო ნორმამდე მიიყვანოთ, არამედ რამდენიმე თვე სტაბილურობაც შეინარჩუნოთ.

კაკალი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკისა და დაავადებების სამკურნალოდ (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია), ასევე - ნერვული დაძაბულობისა და აშლილობის, უძილობის, დაღლილობის მოსახსნელად და იმუნიტეტის გასამაგრებლად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით