კვერცხის ცილის სიკეთე... - კვირის პალიტრა

კვერცხის ცილის სიკეთე...

ძველესი დროიდან იყენებს ადამიანი კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას. ორგანიზმი მას ძალიან ადვილად ითვისებს - სულ 45 კკალორიაა. კვერცხის ცილა შეიცავს ბევრ B ჯგუფის ვიტამინებს და ქოლინს, რომელიც ჩვენი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისა და სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო; ასევე შეიცავს D, H, K და B3 ვიტამინებს, ნატრიუმს, გოგირდს, ქლორს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, იოდს, მოლიბდენს, ქრომს, კობალტსა და მაგნიუმს.

ვიტამინი B3 აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მუშაობასა და ტვინის სრულფასოვან კვებას. K ვიტამინი განაპირობებს სისხლის ნორმალურ შედედებას. კვერცხის ცილა ასევე მდიდარია ამინმჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების ზრდასა და განახლებას, ამასთან ის პროტეინის საუკეთესო წყაროა, რომელიც ზრდის ორგანიზმში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. კვერცხის ცილას მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების დასამზადებლად, ლაბორატორიული კვლევებისთვის...

გთავაზობთ კვერცხის ცილის სამკურნალო რეცეპტებს:

ანგინისა და გულძმარვის დროს: მიიღეთ ახალი უმი კვერცხის ცილა.

ხახის დამწვრობის დროს: ყლუპ-ყლუპობით დალიეთ წყალი ან ზეთდამატებული უმი კვერცხის ცილა (1:1).

საშვილოსნოდან სისხლდენის დროს: 6 ც ახალი კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ 1 ს/კ ლიმონის წვენთან და დილით, უზმოზე მიიღეთ.

მოწამვლით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობის დროს: კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1 ჩ/ჭ წყალში, დაამატეთ ცოტა შაქარი და ყლუპ-ყლუპად დალიეთ. ამ წამალს აქვს შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედება.

დიარეის (ფაღარათის) დროს: 1 კვერცხის ცილას შეურიეთ 4 წვეთი იოდი (არ ათქვიფოთ) და მიიღეთ ყლუპ-ყლუპად.

ნაწოლების დროს: უმ 1 კვერცხის ცილას შეურიეთ და კარგად ათქვიფეთ წამოდუღებული და გაცივებული ზეითუნის ზეთი და მალამო წაისვით დღეში 3-ჯერ.

ამოვარდნილობისა და სახსრების სხვა დაზიანების დროს: ერთ უმ კვერცხის ცილას დაამატეთ 1 ს/კ ფქვილი და 1 ს/კ სპირტი, მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილზე, მჭიდროდ შეიხვიეთ ბინტით და მთელი ღამე გაიჩერეთ.