ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ანგინის დროს

1 ჩ/ჭ თბილ წყალს დაამატეთ 15 წვეთი იოდი და 2 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი. მიიღებთ მუქი ლურჯი ფერის ხსნარს და სწრაფად, თბილი გამოივლეთ ყელში. გაიმეორეთ გამოჯანმრთელებამდე.

ჰემოროის

(ბუასილი) დროს

3-ჯერ მიიღეთ 100 მლ ცირცელის წვენი (შეგიძლიათ დაატკბოთ). მკურნალობის კურსია ერთი თვე.

კონიუნქტივიტის დროს

5 წუთით თვალზე დაიდეთ კარგად გარეცხილი ალოეს ფოთლის წვენში დასველებული მარლა. დაგეწვებათ, მაგრამ, გაიმეორეთ დღეში ერთხელ, გამოჯანმრთელებამდე.

სახსრების ტკივილის დროს

1-ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ ხორცსაკეპში გატარებული 200 გ ნიორი, დაამატეთ 0,5 კგ შტოში, ერთი დღე-ღამის შემდეგ კი - 1 კგ თაფლი და კიდევ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ, თან რეგულარულად ურიეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

სახსრების

ანთების დროს

2 ს/კ აბზინდას დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი, გააჩერეთ 10-12 საათი. ხსნარით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და შეიხვიეთ თბილად (კომპრესი საჭირო არ არის). ხსნარი შეიზილეთ გამოჯანმრთელებამდე.

რევმატოიდული ართრიტის დროს:

შეურიეთ ერთმანეთს 1/2 ჩ/კ ხეჭრელის ქერქი, 1,5 ჩ/კ არყის ხის ფოთლები, 2 ჩ/კ ტირიფის ქერქი. ნარევს დაამატეთ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ 20 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.