ბრინჯი წმენდს ორგანიზმს... - კვირის პალიტრა

ბრინჯი წმენდს ორგანიზმს...

ბრინჯი შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც ადამიანს უნარჩუნებს მხნეობას და უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ის საუკეთესო გამაჯანსაღებელი საშუალებაა.

მაგალითად, ბრინჯი წმენდს სისხლძარღვებს, სახსრებს, ღრუებსა და ორგანიზმის ქსოვილებს სხვადასხვა არაორგანული და პათოლოგიური დანალექისგან.

ორგანიზმის პროფილაქტიკის მიზნით ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი იმდენი ს/კ ბრინჯი, რამდენი წლისაც ხართ, დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი. მჭიდროდ თავდახურული ქილა შედგით მაცივარში. ყოველ დილას ამოიღეთ 1 ს/კ ბრინჯი და უმარილოდ მოხარშეთ (5 წუთი). შეჭამეთ უზმოზე - სასურველია, დილით 7.30 საათზე. ქილაში დარჩენილი წყალი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი და შედგით მაცივარში. ასე გააკეთეთ ბრინჯის გათავებამდე.

ბრინჯი მოქმედებს როგორც აბსორბენტი - იწმინდება როგორც ნაწლავები, ისე მთელი ორგანიზმი. ბრინჯის მარცვლები ამუშავებს ორგანიზმის თვითგაწმენდის მექანიზმს, წიდები იწყებს გამოსვლას შარდისა და ფეკალური მასის მეშვეობით. უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში აღარ გროვდება სხვადასხვა მავნე ნივთიერება, არაორგანული მარილები, მეტაბოლიზმის პროდუქტები, ცხიმი.