ბუნებასთან ჰარმონიაში - კვირის პალიტრა

ბუნებასთან ჰარმონიაში

ხალხური სიბრძნეც ამტკიცებს, რომ "ყველა დაავადების მიზეზი ნერვებია". რადგან ასეა, საჭიროა მათი გაფრთხილება და მკურნალობა, რაშიც დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეები, რომლებიც დამამშვიდებელი ეფექტიანობით გამოირჩევიან: კატაბალახა, პიტნა, ბარამბო, ბაბუაწვერა, ჭინჭარი, გვირილა, შავბალახა, სვია, ლავანდი.

დაძაბულობისა და უძილობის დროს

სრულიად საკმარისია დალიოთ თაფლიანი მცენარეული ჩაი. შინ მომზადებული ნახარში და ნაყენი ზოგჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე აფთიაქის სპირტიანი ნაყენი და აბები, მაგრამ ისინი უნდა მიიღოთ (ალერგია უნდა გამორიცხოთ) სისტემატურად და ხანგრძლივად.

გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს:

1. მცენარეულ ფინჯან ჩაის დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი. თაფლი კვებავს გულის კუნთებს, ამშვიდებს ნერვებს, აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესს.

2. 2 ს/კ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 10 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ დღეში 4-5-ჯერ. ჭინჭრის ნახარში რეკომენდებულია გადაღლილობის, გონებრივი მუშაობისა და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული დაძაბულობის დროს, აღადგენს დამცველ ენერგიას.