ტკბილი წამალი - კვირის პალიტრა

ტკბილი წამალი

მათ, ვინც გაცივდა, უგუნებოდაა, აწუხებს მუცელი და უძილობა, დაეხმარება უნიკალური ბუნებრივი წამალი თაფლი. თაფლს აქვს ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი თვისება, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ეწინააღმდეგება სკლეროზს, აუმჯობესებს ძილს და, რაც მთავარია, თითქმის არა აქვს უკუჩვენება.

თაფლი შეიცავს 70-ზე მეტ ნივთიერებას: ცილებს, მიკროელემენტებს, ანტიბიოტიკს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, კაროტინს. მაგალითად, ვერც ერთი სინთეტიკური ვიტამინის კომპლექსი ვერ ცვლის თაფლის ვიტამინებს, ბუნებრივი ნუგბარი შეიცავს 30 სხვადასხვა მიკროელემენტს. მაგალითად, რკინა ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლისწარმომქმნელ ფუნქციას და აუმჯობესებს უჯრედების სიცოცხლის უნარიანობას, სპილენძი დამჟანგავი პროცესების შეუცვლელი აქტივატორია, კალციუმი და კალიუმი საჭიროა გულ-სისხლძარღვთათვის, მაგნიუმი მოქმედებს დამამშვიდებლად და აძლიერებს იმუნიტეტს, მანგანუმი ხელს უწყობს  ჩ ვიტამინის სინთეზს და ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებს, ნიკელი აჩქარებს სისხლის უჯრედების რეგენერაციას, ნიკელი ანთებსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ახდენს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე, ხოლო გლუკოზა და ფრუქტოზა უნივერსალური ანტიტოქსიკური საშუალებაა. დღეში 1 ჩ/კ თაფლი საკმარისია, რათა ორგანიზმმა მიიღოს საჭირო ვიტამინები და მიკროელემენტები. თუ დამატება მოგინდათ, ჩაის დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი.

დღეღამური ნორმა მოზრდილებისთვის 80-100 გრამია, ბავშვებისთვის (3 წლის ზევით) - 30 გ.

ჰიპერტროფიკული გასტრიტის დროს თაფლი ამცირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, ჰიპერფუნქციის დროს კი პირიქით, აწესრიგებს მის რაოდენობას. გასტრიტის მკურნალობა შეიძლება კომბინირებულად - მედიკამენტებითა და თაფლით.

თაფლი შეიძლება მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, მაგრამ დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 150 გ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვეა. აი, რამდენიმე რეცეპტი: მაღალი მჟავიანობით გასტრიტის დროს: რეკომენდებულია ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე, 3-ჯერ დღეში თბილ წყალში გახსნილი თაფლი.

დაბალი მჟავიანობით გასტრიტის დროს: თაფლი გახსენით ცივ წყალში და დალიეთ ჭამის წინ. ორივე შემთხვევაში 200 გ თანაბრად გაყოფილი თაფლი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერზე.

კუჭის წყლულის დროს: გვიან ღამით უნდა ჭამოთ 2 ს/კ თაფლი. მკურნალობის კურსია 1-2 თვე.

თირკმლების ტკივილის დროს: დილა-საღამოს სვით 1/2 ჭიქა ვაშლის წვენში გახსნილი 1 ჩ/კ თაფლი.

თუ გული დასუსტებული გაქვთ, დღე-ღამეში უნდა მიიღოთ მცირე ულუფებად განაწილებული 100-140 გ თაფლი 1-2 თვის განმავლობაში. იმავე რაოდენობის თაფლს შეიძლება დაამატოთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენი და მიიღოთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე.

ჰიპერტონიის დროს: თითო ჩ/ჭ სტაფილოს, პირშუშხას წვენი და თაფლი გულდასმით აურიეთ და მიიღეთ 2-2 ჩ/კ ნარევი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ქრონიკული სურდოს დროს რეკომენდებულია თაფლის ინჰალაცია და წყალში გახსნილი თაფლის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონები.

მწვავე სურდოს დროს: შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და უმი ჭარხლის წვენი (1:4) და  ჩაიწვეთეთ 5-6 წვეთი ნესტოებში 4-5-ჯერ დღეში.

გახსოვდეთ: არარეკომენდებულია თაფლით მკურნალობა მათთვის, ვისაც ეკრძალება ნახშირწყლებიანი საკვები და ვისაც თაფლზე ალერგია აქვს, თაფლის ინჰალაცია მაღალი ტემპერატურის, ყვავილის მტვერზე ალერგიის დროს და გულის უკმარისობით დაავადებულთათვის.