წონაში რომ დაიკლოთ...
02-12-2013
ყველას სურს იყოს ჯანმრთელი და ლამაზი აღნაგობისა. ზოგიერთი იცავს ყველანაირ მკაცრ დიეტას, ცოტას ჭამს, მაგრამ სულ ტყუილად, გრამიც კი არ აკლდება წონაში.
ჯანმრთელი კვების ექსპერტები წონაში დაკლების მსურველებს ურჩევენ, რომ მიზნის მისაღწევად მთავარია, ბალანსირებული კვება. რაც იმას ნიშნავს, ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო საკვების რაოდენობას, არამედ ხარისხსაც.

ის უნდა შეფასდეს კვებითი ნივთიერებების სიმკვრივეზე, რომელიც მიანიშნებს, თუ რამდენი სასარგებლო ნუტრიენტი - სრულფასოვანი ცილები, ვიტამინები, მიკროელემენტები, უჯრედები - მოდის ყოველ მიღებულ კალორიაზე.
ამიტომ უნდა იკვებოთ ისეთი საკვებით, რომელიც ორგანიზმს მაქსიმალურ სარგებლობას მოუტანს:
თანამედროვე ნორმების მიხედვით საშუალოდ დღე-ღამეში ქალმა უნდა მიიღოს 1 800-2 000 კკალორია. ე.ი. წონაში რომ დაიკლოს, მათი რაოდენობა უნდა შეამციროთ დღეში 1 400-1 600 კკალორიამდე. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ წონაში დაკლება სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა არ
არის, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, ნელ-ნელა და არა ისე, რომ შეეცადოს, პრაქტიკულად შიმშილით 1-2 კვირაში დაიკლოს.

სითხის საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს დღეში 1,5-2 ლ-ს და თუ წონაში იკლებთ, შეიძლება მეტსაც, მაგრამ ექიმ-დიეტოლოგთან შეთანხმებით, რომელმაც იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გახსოვდეთ, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა მიიღოთ ერთი და იმავე რაოდენობის სითხე, ყველაზე სასარგებლოა წყალი, ხილისა და უშაქრო ბალახეულის ჩაი.

ერთი და იმავე საკვების მიღება მოსაწყენია, ამიტომ ყველა პროდუქტი უნდა გაყოთ 4 ჯგუფად, რომლისგანაც შეგიძლიათ შეადგინოთ მენიუ:

1. მარცვლეული - მარცვლეულის პროდუქტი და კარტოფილი;
2. თევზი, ხორცი, კვერცხი, ზღვის და რძის პროდუქტები;
3. ძალიან ცხიმიანი პროდუქტი - ისიც ცოტა;
4. ხილი და ბოსტნეული.

მენიუ შეადგინეთ ექიმ-დიეტოლოგთან ერთად.
აუცილებლად უნდა დაიცვათ კვების რეჟიმი, შეეცადეთ, საკვები მიიღოთ ერთსა და იმავე დროს, დღეში 4-ჯერ.
თუ ჯერ კიდევ ჭამის დრო არ არის და შიმშილმა შეგაწუხათ, დალიეთ ფინჯანი უშაქრო მწვანე ან შავი ჩაი. ასევე შეგიძლიათ წაიხემსოთ უცხიმო რძის პროდუქტებით, ხილით (გარდა ბანანისა და ყურძნისა), ბოსტნეულით (გარდა სტაფილოსი).

თუ წონის დაკლება სწორად და თანდათანობით მიმდინარეობს, ე.ი. მოთხოვნებს კარგად იცავთ. შეეცადეთ, რაციონში გაითვალისწინოთ დღეში 500 გ ბოსტნეული.
ლლი
13 დეკემბერი 2013 21:24
ბანანი არა, გასაგებია, მაგრამ ყურძენმა და სტაფილომ რა დააშავა?

რედაქტორის რჩევით