ვაშლის მაგიური ძალა - კვირის პალიტრა

ვაშლის მაგიური ძალა

ამ ხილის მაგიურ ძალაზე არაერთი ზღაპარი და ლეგენდა მოგვითხრობს. დიეტოლოგები მას საუკეთესო სამკურნალო ხილად თვლიან. ვაშლის შემცველი უჯრედისები და პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კალციუმი არეგულირებს თირკმლების მუშაობას, რკინა წარმოქმნის სისხლს, შაქარს და ფოსფორს. ააქტიურებს აზროვნებას, B ჯგუფისა და A, C, E, P  ვიტამინები მანგანუმთან, სპილენძთან, მცენარეულ ანტიბიოტიკებთან და ფიტონციდებთან ერთად ხსნიან დაღლილობას და იცავენ ორგანიზმს გაცივებისგან. იმუნიტეტის გასაძლიერებლად საკმარისია დღეში 2 ცალი ვაშლი შეჭამოთ, - გვირჩევენ მედიკოსები და გთავაზობენ ვაშლის ლიმონათის რეცეპტს: 1ჩ/ჭ ცხელ წყალს დაამატეთ თითო ჩ/კ ვაშლის ძმარი და თაფლი და ცხლადვე სვით დილა-საღამოს. ეს ლიმონათი უებარია სურდოს დროს.

ვაშლი ყველა ხილსა და ბოსტნეულზე უკეთ აქვეითებს სისხლში ქოლესტერინს: 12 კვირის განმავლობაში თუ დღეში 2 ცალ ვაშლს ან 400 მლ ვაშლის წვენს მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე დარეგულირდება.

ვაშლი ასევე საუცხოო პროფილაქტიკური საშუალებაა ანემიის დროს, საუკეთესო შარდმდენია, ახალი გახეხილი ან აირღუმელში შემწვარი ვაშლი შველის ყაბზობას. წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის - მაღალი მჟავიანობისა და მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია:

1. ჭამეთ მხოლოდ აირღუმელში შემწვარი ვაშლი;

2. იშვიათად მიირთვით ახალი მჟავე ვაშლი, ტკბილი ჯიშისა კი - გახეხილი, რათა კუჭის ლორწოვანა არ გააღიზიანოს;

3. იშვიათად დალიეთ წყალში გაზავებული ვაშლის წვენი (1:1) და ისიც დღეში 1 ჭიქა;

4. სასურველია, ნაყიდი ვაშლი გათალოთ;

5. ვაშლის ჭამის შემდეგ პირში გამოივლეთ წყალი ან შეჭამეთ ყველის პატარა ნაჭერი, რათა არ დაზიანდეს კბილის მინანქარი.

გთავაზობთ ვაშლის სილამაზის სალათების რეცეპტებს:

1. ზედმეტი წონის, თვალის უპეებისა და სახის შეშუპების დროს მსხვილად გახეხეთ 4-5 ცალი ვაშლი, წვრილად დაჭერით 2-2 ძირი ოხრახუშისა და ნიახურის ფესვები, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1ს/კ დაბალკალორიული მაიონეზი;

2. ნაოჭებისაკენ მიდრეკილი მშრალი სახის კანის დროს მსხვილად გახეხილ 2 ცალ ვაშლს დაამატეთ 2ს/კ მანანის ბურღული და 6ს/კ ცხელი წყალი, 6-6ს/კ დაჭრილი ნიგოზი და წმინდად გახეხილი სტაფილო, 1ჩ/კ შაქარი და ცოტა არაჟანი.