ფეხი გაგიკავდათ?
ფეხი გაგიკავდათ?
ფეხების კრუნჩხვა (კუნთების მკვეთრად შეკუმშვა) ვითარდება მოულოდნელად, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს გადაღლილობა ან ხანგრძლივად მოუხერხებელ პოზაში ყოფნა. მაგრამ უფრო ხშირად მას იწვევს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა. მაგალითად, ფეხით დიდხანს სიარული, ფიტნესში ვარჯიში ან ხანგრძლივად ჩაცუცქული ჯდომა. კრუნჩხვა, რომელიც გამოწვეულია კუნთების დაძაბულობით, საშიში არ არის და მას ადვილად მოევლება, თუკი დაიცავთ ფიზიკური დატვირთვის დოზირებას.

კიდევ არის ერთი მიზეზი - ორგანიზმში კალციუმის, მაგნიუმის ან კალიუმის უკმარისობა, რომლებიც არეგულირებენ კუნთების აქტიურობას და მართავენ ნერვულ
იმპულსებს.
ორგანიზმში ამ მინერალების დონის აღდგენაში დაგეხმარებათ ხილი და ბოსტნეული, მწვანილი, ქატო, ბურღულეული, პარკოსანნი, რძის ნაწარმი, კვერცხი, თევზი. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დანიშნულებით - წამლების მიღება.

თუ გრძნობთ, რომ კრუნჩხვა გეწყებათ, საწოლში წამოჯექით და ფრთხილად ადექით, გაიმართეთ, ფეხები ერთად დააწყვეთ. რამდენიმე წუთში აღდგება ფეხებში სისხლის
ნორმალური ცირკულაცია და ფეხებში ტონუსი. არის კიდევ ერთი ხერხი. ფეხი, რომელშიც გრძნობთ კრუნჩხვას, თქვენკენ და ზევით მოზიდეთ (ამ დროს იჭიმება ფეხის კუნთები), როდესაც სპაზმები მოგეხსენებათ, გაიკეთეთ კუნთების მასაჟი. პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ კონტრასტული შხაპი: რამდენიმე წუთით ფეხები ჩააწყვეთ ჯერ თბილ, შემდეგ კი ცივ წყალში. კრუნჩხვები შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა წამალმა, ქრონიკულმა ვენების უკმარისობამ, ოსტეოქონდროზმა, დიაბეტმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ და სხვა პათოლოგიებმა.

თუ უმიზეზოდ ხშირად გეწყებათ კრუნჩხვები, მიმართეთ ექიმს.
არცთუ იშვიათად კრუნჩხვები აწუხებთ ფეხმძიმეებს. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები