ნაბახუსევს შეგიმსუბუქებთ
30-12-2013
1 ჩ/ჭ ცივ წყალს დაამატეთ 20 წვეთი პიტნის ნაყენი და სწრაფად დალიეთ, გაგივლით თავის ტკივილი და თავში სიმძიმის შეგრძნება.
1 ჩ/ჭ ცივ წყალს დაამატეთ პიტნის სპირტის 20 წვეთი და სწრაფად დალიეთ. 1-2 წუთის შემდეგ გათავისუფლდებით ნაბახუსევისგან.
1 სირჩა არაყს დაამატეთ 2-3 ს/კ არაჟანი, 1 ს/კ თაფლი, პატარა ნატეხი ყინული და ნელა დალიეთ. ნაბახუსევი შეგიმსუბუქდებათ.

უმი კვერცხი ათქვიფეთ ჭიქაში, დაამატეთ ცოტა ძმარი, მარილი და ცხარე კეტჩუპი და ერთბაშად გადაჰკარით. გუნება-განწყობილება გაგიუმჯობესდებათ.
თუ არ გსურთ სწრაფად დათვრეთ:
სტუმრად წასვლის წინ დალიეთ პიტნის ნაყენდამატებული ფინჯანი მწვანე ან შავი ჩაი.
უზმოზე მიიღეთ 1-2 ს/კ ზეითუნის ზეთი, საერთოდ არ დათვრებით.
ქეიფის წინ დალიეთ ფინჯანი შავი (არა ხსნადი) ყავა ლიმონის წვენით ან ლიმონის ნაჭრით. ქეიფის შემდეგაც გაიმეორეთ იგივე პროცედურა - სიმთვრალე
სწრაფად გაგივლით.
ლიმონის 2 სმ-ის დიამეტრის ქერქი დაიდეთ საფეთქლებზე, ქერქის ქვეშ გაჩნდება წითელი ლაქა, დაგეწყებათ წვა და ქავილი, გაგივლით თავის ტკივილი, გაგიუმჯობესდებათ გუნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით