ნაბახუსევს შეგიმსუბუქებთ - კვირის პალიტრა

ნაბახუსევს შეგიმსუბუქებთ

1 ჩ/ჭ ცივ წყალს დაამატეთ 20 წვეთი პიტნის ნაყენი და სწრაფად დალიეთ, გაგივლით თავის ტკივილი და თავში სიმძიმის შეგრძნება.

1 ჩ/ჭ ცივ წყალს დაამატეთ პიტნის სპირტის 20 წვეთი და სწრაფად დალიეთ. 1-2 წუთის შემდეგ გათავისუფლდებით ნაბახუსევისგან.

1 სირჩა არაყს დაამატეთ 2-3 ს/კ არაჟანი, 1 ს/კ თაფლი, პატარა ნატეხი ყინული და ნელა დალიეთ. ნაბახუსევი შეგიმსუბუქდებათ.

უმი კვერცხი ათქვიფეთ ჭიქაში, დაამატეთ ცოტა ძმარი, მარილი და ცხარე კეტჩუპი და ერთბაშად გადაჰკარით. გუნება-განწყობილება გაგიუმჯობესდებათ.

თუ არ გსურთ სწრაფად დათვრეთ:

სტუმრად წასვლის წინ დალიეთ პიტნის ნაყენდამატებული ფინჯანი მწვანე ან შავი ჩაი.

უზმოზე მიიღეთ 1-2 ს/კ ზეითუნის ზეთი, საერთოდ არ დათვრებით.

ქეიფის წინ დალიეთ ფინჯანი შავი (არა ხსნადი) ყავა ლიმონის წვენით ან ლიმონის ნაჭრით. ქეიფის შემდეგაც გაიმეორეთ იგივე პროცედურა - სიმთვრალე სწრაფად გაგივლით.

ლიმონის 2 სმ-ის დიამეტრის ქერქი დაიდეთ საფეთქლებზე, ქერქის ქვეშ გაჩნდება წითელი ლაქა, დაგეწყებათ წვა და ქავილი, გაგივლით თავის ტკივილი, გაგიუმჯობესდებათ გუნება.