მითები ჯანმრთელობის შესახებ
30-12-2013
მითები ჯანმრთელობის შესახებ
მიგაჩნიათ, რომ კომპიუტერი ვნებს მხედველობას, კვერცხი კი ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს?

მოდით გავერკვეთ:

მონიტორი ვნებს თვალებს

ეს ნაწილობრივ სიმართლეა, თუმცა მთავარი მიზეზი კომპიუტერი კი არა, მუშაობის არასწორი ორგანიზაციაა. როდესაც მონიტორს უყურებთ, 6-ჯერ ნაკლებად ახამხამებთ თვალებს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ხამხამის ძირითადი ფუნქციაა თვალის რქოვანას დატენიანება. ბუნებრივია, თვალების იშვიათად ხამხამის დროს რქოვანა შრება, რაც თვალების დაზიანების ძირითადი ფაქტორია. მხედველობა რომ შეინარჩუნოთ, კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად დაახამხამეთ თვალები, ყოველი ერთი საათის შემდეგ 10-15 წუთი
შეისვენეთ, ხშირად მიდით ფანჯარასთან და გაიხედეთ შორს.

კვერცხი ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
ექიმები ამტკიცებენ, რომ დღეში 1 კვერცხის ჭამა არ ამაღლებს ქოლესტერინის დონეს. მათივე რეკომენდაციით შეიძლება ადამიანმა დღე-ღამეში მიიღოს 300 მგ ქოლესტერინი, კვერცხი კი სულ 185 მგ ქოლესტერინს შეიცავს. გარდა ამისა, კვერცხი ცილების, A და
D ვიტამინების წყაროა. ასე რომ, მასზე უარს ნუ იტყვით.

ყოველდღე უნდა დალიოთ არანაკლებ 2 ლ წყალი
წყალი აუცილებელია ორგანიზმისათვის, თუმცა საჭიროა დაიცვათ გარკვეული ნორმა, მიიღეთ იმდენი სითხე, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან სიცხეში ყოფნის დროს.
თავი შეიკავეთ დაცემინებისგან!
სინამდვილეში თავი არ შეიკავოთ, რადგან პირის მოკუმვა, ცხვირზე ხელის მოჭერა ამოსასუნთქ ჰაერს გარეთ კი არ უშვებს, არამედ ზევით, ევსტაქის მილისკენ, რომელიც აერთიანებს ცხვირის გასასვლელს შუა ყურთან. ამ დროს ცხვირიდან გამოყოფილი ლორწო შეიძლება მოხვდეს სასმენ მილში და გამოიწვიოს მწვავე ოტიტი ან ჰაიმორიტი.

ხორცისგან თავის შეკავება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

სტატისტიკით ვეგეტარიანელები დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ხორცის მოყვარულები. თუმცა ამის მიზეზი ეს კი არ არის, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რომელიც ახასიათებს ვეგეტარიანელებს. უმეტეს შემთხვევაში არ ეწევიან, არ ეტანებიან ალკოჰოლს, მისდევენ სპორტს.

გამოუძინებლობა ყველაზე მეტად ვნებს ჯანმრთელობას
მუდმივად გამოუძინებლობას შეუძლია გამოიწვიოს დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტონია. დასვენების დღეებში ძილის დანაკლისს ვერ აღიდგენთ. გირჩევთ, შეეცადოთ, იძინოთ 7-8 საათი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით