ეს საინტერესოა
06-01-2014
ეს საინტერესოა
ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო, ოდნავ მოტკბო, კაკლის ნაზი არომატი. ჩინეთში მას უწოდებენ დღეგრძელობის ბრინჯს, ხოლო ინდიელები - "კარგ კენკრას". სწორედ ინდიელებმა დაიწყეს მისგან კერძების მომზადება.

ველური ბრინჯი უხვად შეიცავს ცილას, 18 ამინომჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ფოსფორს, მაგნიუმს, მანგანუმსა და თუთიას.
დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფოლიუმის მჟავას სადღეღამისო ნორმის მისაღებად საკმარისია 200 გ ველური ბრინჯი. სხვათა შორის ის არ შეიცავს ცხიმს, ქოლესტერინს და ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს.
ველური
ბრინჯი შავია, ანუ მდიდარია ანტოციანებით - ბიოფლავონოიდებით, რომლებიც გვიცავს კიბოსგან. მედიკოსების აზრით, ის არეგულირებს კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აუმჯობესებს მხედველობას, ყველასათვის სასარგებლოა ცილების წყალობით, ამდიდრებს და ავსებს ენერგიით ადამიანს.
ველური ბრინჯი ძალიან მკვრივია, ამიტომ რამდენიმე საათით უნდა დაალბოთ და შემდეგ მოხარშოთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით