ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში
27-01-2014
ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში
ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად მოქმედებენ ორგანიზმზე, მაგალითად, ჭარხალში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, სტაფილო სასარგებლოა თვალებისთვის, მიწავაშლა კი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და წმენდს ორგანიზმს.

ოდითგანვე იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში ძირხვენებს და დღესაც თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ მათ კვებით და სამკურნალო ღირსებებს. ძირხვენებში გროვდება ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს უზრუნველყოფენ ვიტამინებით, წმენდენ წიდებისგან.
ძირხვენებს განეკუთვნება: სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, თალგამი, პირშუშხა, მიწავაშლა, ძირთეთრა, თალგამურა, ოხრახუში, წითელი მხალი და კარტოფილი.
- სტაფილო მდიდარია კაროტინით, რომელიც
ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აფერხებს დაბერების პროცესს.
- პირშუშხა შეიცავს ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, სასარგებლოა გაცივების დროს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევას.
- თალგამი ტურნეფსი, რომელიც მდიდარია C, PP, ვიტამინებით,  A  პროვიტამინითა და კალციუმით, სასარგებლოა ძვლებისა და
სახსრების დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ბრონქიტის დროს მისი ნახარში ამშვიდებს ხველებას.

- ჭარხალი, რომელიც შეიცავს იოდს, სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პროფილაქტიკისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას.A
- შავი ბოლოკი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, (კალიუმით, კალციუმით, გოგირდით, იოდით, ფოსფორით და B B ჯგუფის, C, PP ვიტამინებით, სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას.
- მიწავაშლა, ინსულინის წყალობით, რომელსაც ის შეიცავს, განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტის, ჰიპერტონიისა და მარილების დაგროვების დროს. მიწავაშლა გემოთი ჰგავს არტიშოკს, აქვეითებს მადას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას, ეწინააღმდეგება კიბოს უჯრედების განვითარებას.
- თალგამურა ხსნის შეშუპებას.
- წითელი მხალი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, აძლიერებს იმუნიტეტს.
- ხალხურ მედიცინაში ცნობილი ტკბილი თალგამი სასარგებლოა ნაწლავების კიბოს პროფილაქტიკისთვის.
- ოხრახუშის ფესვები სასარგებლოა თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით