კუჭმა საათივით რომ იმუშაოს
03-02-2014
კუჭმა საათივით რომ იმუშაოს
მოგზაურობის დროს, ოპერაციებისა და სტრესის შემდეგ ბევრს ეწყება კუჭის შეკრულობა. საბედნიეროდ, ეს დროებითი უსიამოვნება მაშინვე ქრება, როგორც კი ადამიანი უბრუნდება ჩვეული ცხოვრების წესს.

შენელებული (48 საათზე მეტხანს) კუჭის მოქმედება იწვევს ქრონიკულ შეკრულობას, რასაც ხშირად ხელს უწყობს საკვების შემადგენლობა, ცხოვრების წესი და ჩვევები.

ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა რაციონში გაითვალისწინოთ მცენარეული უჯრედისებით მდიდარი ბოსტნეული, ხილი, ხორბლის ფქვილის პური, კეფირი, შეეცადეთ, სვათ დღეში არანაკლებ 2 ლ სითხე, ჭამეთ რეგულარულად (დღეში 4-5-ჯერ). კვების
შუალედებში მიირთვით მსუბუქად გამხსნელი თვისების ხილი: ბანანი, ქლიავი, ვაშლი, კივი (აუცილებლად ჭამიდან 1 საათის შემდეგ).

არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დატვირთვაც: სეირნობა ან სირბილი ძუნძულით, ცურვა და ა.შ. გამწმენდი ოყნა ან კუჭში გამხსნელი საშუალებები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენეთ.
გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

1. ქრონიკული შეკრულობის დროს 1 ჩ/კ
სელის თესლს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ, არ გაწუროთ, დალიეთ ძილის წინ.
2. 5 ჩ/კ ხეჭრელის ქერქს დაასხით 400 მლ წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ არ განახევრდება. გაწურეთ და დალიეთ თითო ს/კ ყოველ 3 საათში ერთხელ.
3. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ხორბლის ქატოს დაასხით 200 მლ მდუღარე. გააგრილეთ და გადაწურეთ. სვით ნაყენი დღეში 1/2 ჩ/ჭ 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში, ჭამის დროს.
4. 10-20 გ სინამაქის ხის ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააგრილეთ, გაწურეთ და დალიეთ 50 მლ ნაყენი ძილის წინ.
5. უმ ან მოხარშულ ჭარხალს დაამატეთ მცენარეული ზეთი და ჭამეთ დილით, უზმოზე. გარდა იმისა, რომ გაააქტიურებს კუჭის მოქმედებას, წმენდს ღვიძლსა და თირკმლებს.
6. 3-5-წლიანი ალოეს ფოთლები 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ გამოწურეთ წვენი და სვით 0,1-0,2 გ წყალში გაზავებული.
7. ძალიან სასარგებლოა ორგანული მჟავებით მდიდარი შავი ქლიავი ნებისმიერი სახით (ნაყენი, პიურე, ახალი და ჩირი).
ასევე ლეღვის ჩირი - უმჯობესია დაალბოთ და ისე ჭამოთ.
8. თერმოსში ჩაყარეთ 1/2 ს/კ მაყვლის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 3 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ნაყენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით