"განვაიარაღოთ" გრიპი
03-02-2014
"განვაიარაღოთ" გრიპი
როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს, იწყებს მასთან ბრძოლას. დაზიანებული უჯრედები თავის დასაცავად გამოყოფენ ინტერფერონს, შემდეგ კი ჩნდება ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. რაც უფრო აქტიურად მუშაობს იმუნიტეტი, მით სწრაფად უმკლავდება ორგანიზმი მტერს. თუმცა მას მაინც სჭირდება დახმარება. გრიპის პირველი სიმპტომებისთანავე (სისუსტე, ცხვირის სისველე, მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და თავის ტკივილი) საჭიროა შეებრძოლოთ მას:

...რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი.არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა და საქმიანი შეხვედრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. თავდაპირველად არ შეეცადოთ ტემპერატურის დაწევას, რადგან ის მიანიშნებს
ორგანიზმის დამცველი მექანიზმის წინააღმდეგობაზე, ხოლო თუ ტემპერატურამ აიწია 38-38,50ჩ-მდე (და ზევით), გამოიყენეთ სიცხის დამწევი საშუალებები.

...მიიღეთ დღეში 2-3 ლიტრი სითხე (წყალი, თაფლიანი ან ჟოლოიანი ჩაი, ასკილის ნახარში, მორსი), რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და აუმჯობესებს მდგომარეობას.

...გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს ზღვის მარილის ხსნარით ცხვირის გამორეცხვა, კარგია ყელში
გვირილის ყვავილის ხსნარის გამოვლება, ევკალიპტის, სალბის, ჩაის ხის, ლავანდის ეთეროვანი ზეთების ინჰალაცია, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული თვისება, ამშვიდებს ყელისა და ცხვირის გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.
...ორგანიზმმა უნდა მიიღოს ყველა ის ვიტამინი (A, E, C) რომლებიც დაეხმარება გრიპის ვირუსთან ბრძოლაში. ჭამეთ ხილი, ბოსტნეული, თევზი, მაგრამ უარი თქვით ყავასა და ალკოჰოლზე (რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის გაუწყლოებას). რაციონში აუცილებლად გაითვალისწინეთ ნიორი და ხახვი, რომლებიც შეიცავენ ვირუსების გამანადგურებელ ფიტონციდებს, არ ჭამოთ მაძღრისად: ასე უფრო ნაკლებ ძალას დახარჯავს ორგანიზმი მის გადასამუშავებლად და უკეთესად შეებრძოლება ინფექციას.

...ყოველ 2 საათში ერთხელ გაანიავეთ ოთახი, ამით თავს დაიცავთ ხელმეორედ დასნებოვნებისგან...
გახსოვდეთ: რესპირატორული ვირუსული ინფექცია ძალიან ვერაგია და ხშირად სხვადასხვა გართულება მოჰყვება. თუ დაავადებიდან 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით