ლიმფური კვანძები - ინფექციების "ბარიერი"
10-02-2014
მართალია, გადიდებული ლიმფური კვანძები ყოველთვის არ მიანიშნებს საშიშ დაავადებაზე, მაგრამ მაინც არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება.

ლიმფური კვანძები თავისებური ბლოკპოსტებია, რომლებიც განლაგებულია სხეულის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე. ისინი აკავებენ ბაქტერიებს, ვირუსებსა და სხვა უცხო აგენტებს, ხოლო ლიმფოციტები, (რომლებიც გამომუშავდება ლიმფურ კვანძებში) სპობენ მათ. ეს ბრძოლა მიმდინარეობს მუდმივად, ისე, რომ ვერ ვამჩნევთ.

ლიმფური კვანძების გადიდება, ანუ ლიმფადენოპათია შეიძლება იყოს ლოკალური (ერთი ჯგუფის ლიმფური კვანძების ანთება) ან გენერალიზებული (ყველა ლიმფური კვანძის ან მათი
უმეტესობის ანთება), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებებმა, მაგალითად, წითელამ, წითურამ, ტიფმა, ბრუცელოზმა, რომლის სიმპტომებია არა მარტო გადიდებული ლიმფური კვანძები, არამედ მათი ტკივილი.

ცნობისთვის: ზოგჯერ გადიდებული ლიმფური კვანძების დროს არ შეიმჩნევა ეს უსიამოვნებები, მაგრამ, შესაძლოა ის მაინც იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი.

ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზი შეიძლება
გახდეს ე.წ. კატის ნაკაწრი (ფელინოზი). მას იწვევს მიკრობი ბარტონელა, რომელიც ბინადრობს კატისა და მღრღნელების პირის ღრუსა და ბრჭყალებზე, მათი კბენის ან გაკაწვრისას დაზიანებული კანის მეშვეობით აღწევს სისხლში. კანზე ჯერ ჩნდება წითელი ფერის მტკივნეული ლაქა, რომელიც 2-3 დღის შემდეგ გადაიქცევა სითხით სავსე ბუშტად, რამდენიმე დღის შემდეგ კი დიდდება ნაკაწრთან, ნაკბენთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძი. ხშირად ორგანიზმი თავად უმკლავდება ამ ინფექციას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკი, რომელსაც ექიმი დანიშნავს.

უმეტესად ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზია ინფექცია (სოკოსი, ბაქტერიული ან ვირუსული). გადიდებული ლიმფური კვანძების ლოკალიზაციის მიხედვით ექიმი ადგენს, თუ სად მდებარეობს ანთების კერა. მაგალითად, ყბის ქვეშ ლიმფური კვანძები სივდება ლორორგანოების ინფექციების, კბილის კარიესის დროს, საზარდულისა - შარდსასქესო სისტემის დაავადების დროს, ხოლო იღლიაში - ხელზე დაინფიცირებული ჭრილობის ან სარძევე ჯირკვლების დაავადებისას.

გახსოვდეთ! იღლიაში გადიდებული ლიმფური კვანძების დროს აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს.
ლიმფადენოპათია შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. აუტოიმუნურმა დაავადებებმა. ამ დროს დაქვეითებული იმუნური სისტემა ვეღარ ცნობს თავისი ორგანიზმის უჯრედებს და ებრძვის მათ როგორც მტერს. ეს კი იწვევს რევმატოიდულ ართრიტს, სისტემურ წითელ მჭამელს, ალერგიის ზოგიერთ ფორმას და სხვა დაავადებებს. თუმცა, ეს დაავადებები არცთუ ხშირად გვხვდება.
mari
06 აპრილი 2019 22:26
kisershi maqvs jirkvali romeluc xan qreba xan gamodis risi brali iqnebaa
ლანა
28 ნოემბერი 2018 00:37
გამარჯობათ.მარცხენა მხარეს მაქ იღლიაში პატარა ბურთულა.ხელში მხვდება როცა ვისინჯავ.მეშინია თითქოსდა მტკივა ყრუდ.არ ვიცი შეიძლება ნერვების ბრალია.რას მირჩევთ?
mari
25 ნოემბერი 2018 23:52
3 kviris win kinda magali sicxe myavs 6 wlis bichi da MA's shemdeg kisris ukan gamouvida jirkvlebi riti sheileba ROM vumkurnalo exlac axvelebs cota Ami gamo sheileba iyos narcheni movlenebi da magitom skvs jirkvlebi?

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?