რამდენიმე რჩევა ნაბახუსევზე - კვირის პალიტრა

რამდენიმე რჩევა ნაბახუსევზე

ქეიფის მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე, წყალს ვეწაფებით, რადგან ორგანიზმი სითხის ნაკლებობას განიცდის - 1,3-1,5 ლ აკლია.

წყალი ამცირებს არა მარტო ტოქსინების კონცენტრირებას, გამოდევნის კიდევაც მათ. თავის ტკივილი დაგიამდებათ, თუ ტირიფის ფესვებს (იყიდება აფთიაქში) დაღეჭავთ. ტირიფი შეიცავს ასპირინის ბუნებრივ ანალოგს - სალიცილს. დალიეთ ცხელი ბულიონი, ტკბილი (მაგრამ სუსტი) ყავა, ტკბილი ლიმონიანი ან თაფლიანი ჩაი, კიტრის მწნილის წვენი, პურის ბურახი, მიირთვით კომბოსტოს მწნილი. გარდა ამისა, გთავაზობთ საახალწლო ლხინის შემდეგ განტვირთვის რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

500 გ კარტოფილს დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, მოხარშეთ და კანიანადვე დაჭყლიტეთ თავისსავე ნახარშში ისე, რომ თხელი პიურე მიიღოთ. ეს პიურე დღის განმავლობაში მიირთვით.

*

დიდი ვაშლი დაჭერით 16 ნაწილად, ჩააწყვეთ ჭურჭელში, დააწურეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი - ეს იქნება თქვენი მთელი დღის ულუფა. მოგშივდათ? - მიირთვით თითო ნაჭერი და 30 წუთის შემდეგ მწვანე ან ბალახეულის ჩაი დალიეთ. ორგანიზმი ისვენებს და იმავდროულად იღებს ვიტამინებს.

*

შეურიეთ ერთმანეთს წვრილად დაჭრილი ჭარხალი, ვაშლი, მოთუთქული შავი ქლიავი და ნიგოზი. გემოვნებით დაამატეთ არაჟანი, შაქარი და ლიმონის წვენი. მთელი დღის განმავლობაში ჭამეთ მხოლოდ ეს სალათა.

ოტდოხნი!