ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ტროპიკული წყლულის დროს - 1/2 ჩ/ჭ მზესუმზირის ზეთი ჩაასხით მომინანქრებულ ქვაბში, დაამატეთ ასანთის კოლოფის ზომის ცვილი, შედგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ. მოხარშული კვერცხის გული ნელა ჩაფშვენით ქვაბში, მოურიეთ და კიდევ წამოადუღეთ. მალამო გააგრილეთ, დაამატეთ 1 ს/კ თაფლი, გადაიღეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მალამო წაისვით დღეში 2-3-ჯერ. დაიფარეთ რამდენიმე ფენა მარლა. იმკურნალეთ გამოჯანმრთელებამდე

ნეიროდერმატიტის დროს შეურიეთ ერთმანეთს 5 წილი ასისთავა, 4 წილი კრაზანა, 3-3 წილი შვიტა, ბაბუაწვერას ფესვები და ოროვანდი, 2 წილი ასკილის ნაყოფი და 1 წილი სიმინდის დინგი: 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი. შემდეგ შედგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეფუთეთ და გააჩერეთ 4 საათი, გაწურეთ და ბავშვს ასვით 100 მლ. უფროსებმა მიიღეთ 200-250 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 თვეა.

ნაყენი შეინახეთ მაცივარში.

ლიმფური კვანძების ანთების დროს - 1 მუჭა მუსის ქერქს (აფთიაქისას) დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 15-20 წუთი ადუღეთ, ოდნავ გააგრილეთ (რათა არ დაგწვათ), ნაყენში დაასველეთ ბამბის ქსოვილი და შემოიხვიეთ ყელზე, ზემოდან ჯერ თხელი ცელოფანი შემდეგ კი თავსაფარი მოიხვიეთ, გაიჩერეთ 20-30 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ 1 კვირა - საღამოობით.

კუჭის შეკრულობის დროს აიღეთ 100-100 გ ჩამიჩი, გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, სინამაქის ხე, თაფლი და, ზეითუნის ზეთი. გაატარეთ ხორცსაკეპში. 1 ჩ/კ ნარევი მიიღეთ საღამოობით.

ფეხების კრუნჩხვების დროს ერთმანეთს შეურიეთ დაქუცმაცებული 3 გ ბრტყელეკალა, 10-10 გ ბარამბო, გვირილა და ანწლის ყვავილი. დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი