რჩევები ქალბატონებს
24-02-2014
მეცნიერული კვლევით დამტკიცებულია, რომ მშვიდი და კეთილი ადამიანები იშვიათად ავადმყოფობენ და დიდხანს ცოცხლობენ. ქალბატონებმა, ფსიქოლოგების და ექიმების აზრით, თავი უნდა შეიკავოთ უარყოფითი ემოციებისგან, კეთილ ადამიანებთან ურთიერთობით თავს უკეთ იგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ: სტრესს ყველაზე კარგად უმკლავდება იუმორი, სიცილი კურნავს, ღიმილი კი დადებითად განაწყობს გარშემომყოფთ და გჩუქნით შინაგან სიმშვიდეს. შეეცადეთ, მარტივად შეხვდეთ პრობლემებს და წარუმატებლობას ნუ მიიტანთ გულთან.
გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადება ნერვების ბრალია.

თუ სრული კეთილდღეობის ფონზეც გრძნობთ მოთენთილობას, გაგიფუჭდათ გუნება-განწყობილება,
შესაძლებელია ამას იწვევს ის, რომ ნაკლებად მოძრაობთ. გირჩევთ, დილით, 10-15 წუთი ივარჯიშოთ - მთელი დღე მხნედ იგრძნობთ თავს. გაღვიძებისას კატასავით გაიზმორეთ. ასეთი ვარჯიში ამზადებს კუნთებს მუშაობისთვის, აღადგენს სისხლის მოძრაობას, ორგანიზმი გადაჰყავს ძილის რეჟიმიდან აქტიურობის რეჟიმისკენ.
იდეალურია, კვირის განმავლობაში იცურაოთ აუზში, ირბინოთ, ისეირნოთ ველოსიპედით, ივარჯიშოთ. თუ
სპორტისთვის დრო არ გყოფნით, კვირაში 3-ჯერ 30 წუთი იარეთ სწრაფი ნაბიჯით.

გახსოვდეთ: ზედმეტი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, მკერდის სიმსივნის და სხვა პათოლოგიების რისკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ჭამოთ მეტი ბოსტნეული და ხილი, თევზი, უცხიმო ხორცი, ნაკლებად მიეტანეთ სწრაფი მომზადების პროდუქტს, ტკბილს, შემწვარს და მარილიანს. მენიუში გაითვალისწინეთ კალციუმით მდიდარი რძის და რძემჟავა პროდუქტები. ამით თავს დააღწევთ ოსტეოპოროზს (ამ დროს ძვლები მტვრევადი და მყიფეა). ექიმის რეკომენდაციით შეიძლება ვიტამინების მიღება.
გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა. 20 წლის ზევით 6 თვეში ერთხელ ეწვიეთ გინეკოლოგს, სტომატოლოგს, ყოველწლიურად გაიკეთეთ კარდიოგრამა, ფლუროგრაფია, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შეამოწმეთ მხედველობა.

30 წლის ზევით ყველაფერ ამას დაემატება წელიწადში 2-ჯერ ენდოკრინოლოგისა და ქირურგის კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში (სარძევე ჯირკვლებში სულ მცირე ტკივილის დროს) გაესიჯნეთ მამოლოგს.
40 წლის ზევით - გამოკვლევის სავალდებულო პროგრამას დაემატება თერაპევტთან რეგულარული ვიზიტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაგგზავნით სპეციალისტთან. წელიწადში ერთხელ გაიკეთეთ მამოგრაფია, რომელიც  დაგეხმარებათ დროულად გამოავლინოთ სარძევე ჯირკვლების დაავადება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით