ფსიქოლოგები გვირჩევენ
24-02-2014
ფსიქოლოგები გვირჩევენ
დაძაბულობის მოსახსნელად ფსიქოლოგები გვთავაზობენ სტრესის საწინააღმდეგო 6 მარტივ და სწრაფად მოქმედ ხერხს:

დააკვირდით თევზებს, მათ ცურვას, - მოეშვებით და დამშვიდდებით. ასევე დაგეხმარებათ, გადაერთოთ ნეგატიურიდან სასიამოვნო აზრებზე - შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა. თუ შინ ცხოველები არ გყავთ, ფანჯრიდან უყურეთ ჩიტებს, შეეცადეთ, დაითვალოთ, შეისწავლოთ მათი ფრენის ტრაექტორია, - ნამდვილად დაგავიწყდებათ წყენა, ისე გაერთობით.
ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა, თქვენთვის დაითვალეთ ხუთამდე და შემდეგ მკვეთრად ამოისუნთქეთ, მოადუნეთ კუნთები.

ისუნთქეთ არომატები: პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის, ლიმონის სურნელება
დამამშვიდებლად მოქმედებს. არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ ცხვირსახოცზე ან მოადუღეთ ბალახეულის ჩაი.
დაამტვრიეთ ჭურჭელი (არაძვირფასი), შეეცადეთ დაჭმუჭნოთ ბურთი, მუშტები ურტყით ბალიშებს, დახიეთ ქაღალდი და მიჰბაძეთ პატარას - დახუჭეთ თვალები, აბაკუნეთ ფეხები და იყვირეთ ისე, რომ არავინ შეაწუხოთ.
გაიღიმეთ. თუმცა ყველაზე ნაკლებად ეს გინდათ, მაგრამ რადგან
საჭიროა, ე.ი. უნდა გაიღიმოთ. "ყალბი ღიმილი" აიძულებს სახის კუნთების მუშაობას, რომელიც გადასცემს ტვინს სიგნალს იმის შესახებ, რომ განწყობილება საუკეთესოა.
გაისეირნეთ. ზამთარში განსაკუთრებით აუცილებელია მზის სხივები, რომლებიც D ვიტამინით გვამდიდრებს. მისი წყალობით უფრო ხალისიანები და სტრესისადმი გამძლენი ვხდებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით