კაკაო სილამაზის სამსახურში...
03-03-2014
კაკაო სილამაზის სამსახურში...
გაიხსენეთ, თუ როგორ გიუმჯობესდებათ გუნება-განწყობილება და უღიმღამო და უფერული გარემოც აღარ გეჩვენებათ მოსაწყენად, სულ პატარა ნატეხი შოკოლადის ჭამის შემდეგ. ასევე დადებითად იმოქმედებს თქვენს კანსა და თმაზე, თუ მათ კვირაში ერთხელ მაინც გაანებივრებთ კაკაოთი მომზადებული ნიღბებით.

ჩვენს დროში ძალიან იშვიათია ხშირი თმა. მაგრამ, თუ მოინდომებთ, ქალბატონებო, შეიძლება გახდეთ ბრწყინვალე თმის პატრონი.
გთავაზობთ რეცეპტს: 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილს დაასხით 1 ს/კ მდუღარე წყალი და შეათბეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ ამ ფაფას შეურიეთ ათქვეფილი
1 კვერცხის გული და დაამატეთ 1/2 ჩ/ჭ კეფირი. ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. 40 დღის შემდეგ ჩამოიბანეთ. მკურნალობის კურსი არანაკლებ 2 თვეა, პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში 2-ჯერ.
გამშრალი და დახეთქილი ტუჩების სამკურნალოდ 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილს დაასხით იმდენი მდუღარე წყალი,
რომ ფაფა მიიღოთ, შემდეგ გააცხელეთ წყლის ორთქლზე ძალიან ცოტა ცვილი (დანის წვერით), დაამატეთ ჟოჟობას ზეთის 3 წვეთი და შეურიეთ კაკაოს ფაფას. ეს მასა სქლად წაისვით ტუჩებზე და 15 წუთის შემდეგ მოიცილეთ თბილი წყლით.

გთავაზობთ სხეულზე წასასმელი ნიღბის რეცეპტს:
შეურიეთ ერთმანეთს 200 გ კაკაოს ფხვნილი და 100 გ თეთრი თიხა, დაასხით 200 მლ თბილი წყალი და კარგად აურიეთ. მიღებული ფაფა წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილებზე და შემოიხვიეთ თხელი ცელოფანი. უკეთესი ეფექტისთვის ჩაიცვით თბილი შარვალი და შემოიხვიეთ პლედი. 30-35 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი. შხაპის შემდეგ კანზე წაისვით დამატენიანებელი კრემი. საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა პროცედურა ჩაიტაროთ კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ცნობისთვის: ნიღბების მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ ნატურალური კაკაოს ფხვნილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
კაკაოს ცხიმი იდეალური თვისებებით ხასიათდება: ის კვებავს, ატენიანებს, არბილებს, ათეთრებს და ტონუსს მატებს კანს.
მაია
01 აპრილი 2014 11:11
საინტერესოა კაკაოს რეცეპტი თმის გახშირებასთან დაკავშირებით,მაგრამ მითითებულია რომ ნიღაბი 40 დღის შემდეგ უნდა ჩამოვიბანოთ... ალბათ შეცდომაა. იქნებ შეასწოროთ რადგან ძალიან დამაინტერესა და გამოყენება მინდა.
გმადლობთ

რედაქტორის რჩევით