კივი - მკურნალი - კვირის პალიტრა

კივი - მკურნალი

ექიმები გვირჩევენ: რომ არ გავცივდეთ, ხშირად უნდა მივირთვათ კივი, ხოლო ზამთარში დიეტის დროს ის შეუცვლელია. კივი წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, გაფცქვნისთანავე უნდა ჭამოთ, რადგან  C  ვიტამინი ჰაერზე სწრაფად იშლება. კივი უხვად შეიცავს ჩ ვიტამინს, რომელიც ეწინააღმდეგება ვირუსულ ინფექციებს, გაცივებას და ამაღლებს იმუნიტეტს. ერთი ცალი კივი შეიცავს ჩ ვიტამინის დღეღამურ ნორმას. ეს ეგზოტიკური ნაყოფი ამაგრებს ნერვებს, იცავს და აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უშლის თირკმლებში კენჭების წარმოქმნას, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. უჯრედისების წყალობით, რომელსაც კივი შეიცავს, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს წვრილი და მსხვილი ნაწლავების მუშაობას, ხოლო მისი წვრილი კურკები, როგორც ზუმფარა, ასუფთავებს ნაწლავებს. ღრძილებიდან სისხლის დენის, გინგივიტისა და პაროდონტოზის დროს სტომატოლოგები გვირჩევენ, დავლიოთ კივის წვენი, ხელს უშლის რა კბილებზე ნალექისა და ქვების წარმოქმნას, ამაგრებს ღრძილებს და შველის ანთებას.

დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, თუ მიიღებთ 150 მლ კივის წვენს, სწრაფად აღიდგენთ ენერგიას. კივი მდიდარია კალიუმით, აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, ამიტომ სასურველია ჰიპერტონიკებმა და შეშუპებისადმი მიდრეკილებმა მიიღოთ დღეში 3-4 ცალი კივი, ხოლო ფოსფორი და კალციუმი ამაგრებს კბილებსა და ძვლებს. რკინა და ფოლაცინი კი აწესრიგებენ სისხლში ჰემოგლობინის დონეს.

ცნობისთვის: მართალია, კივის პრაქტიკულად უკუჩვენება არა აქვს, მაგრამ გასტრიტით დაავადებულებმა და ალერგიულებმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ. არარეკომენდებულია 1 წლამდე და ალერგიული ბავშვებისთვის 3 წლამდე მისი მიცემა.

კივის კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. კივის წვრილი კურკების ზეთი, როგორც ანტიასაკობრივი საშუალება, არა მარტო ატენიანებს, არამედ აღადგენს კანის ელასტიკურობას. კივის რბილობს თუ დაუმატებთ თითო-თითო ს/კ თაფლს და ნაღებს, მიიღებთ სახის გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

კივის ზეთსა და ექსტრაქტს უმატებენ თმის მოვლის საშუალებებს. ასეთი შამპუნები და ნიღბები ეფექტიანად ებრძვის თმის ცვენას, ასევე შველის სებორეას და ქერტლს.