თეთრი ფითრი - მკურნალი
10-03-2014
თეთრი ფითრი - მკურნალი
თეთრი ფითრი ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ, ისე თანამედროვე მედიცინაში.
ფითრს აქვს კიბოს საწინააღმდეგო, შემკვრელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და გამხსნელი თვისებები. ფითრის ნაყენს ან ნახარშს იყენებენ არა მარტო ჰიპერტონიის, ნაწლავების ატონიის, ასთმის, ნევრალგიისა და ქალური, ფარისებრი ჯირკვლის, ათეროსკლეროზისა და თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ, არამედ როგორც გარეგან საშუალებას ფურუნკულის, რადიკულიტისა და მიოზიტის დროს.

ცნობისთვის: თეთრი ფითრის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს, ასევე არ შეიძლება მიიღოს ფეხმძიმემ.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
- ჰიპერტონიის დროს 1 ჩ/კ
ფითრის ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.
- ჭიების დროს შეურიეთ ერთმანეთს 5 გ თეთრი ფითრისა და 1 გ კატაბალახას ფხვნილი. ზედიზედ 3 დღე საღამოს მიიღეთ ეს ნარევი წყალთან ერთად და შეჭამეთ 1 ცალი
გახეხილი სტაფილო.
- წყლულების, ჩირქოვანი იარების დროს: 60 გ თეთრი ფითრის ფოთლებს დაასხით 1 ლ წყალი. ადუღეთ 5 წუთი, 20 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ.

გიორგი
21 მარტი 2017 14:40
დიაბეტის სამკუონალოდ თუ გამოიყენება ფითრი

რედაქტორის რჩევით