ჰელმინთები - ჯანმრთელობის მტერი
17-03-2014
მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, დაბალი იმუნიტეტი, კანის პრობლემები - ყველაფერი ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰელმინთებმა - ჭიებმა, რომლებიც პარაზიტობენ როგორც ადამიანის, ისე მცენარისა და ცხოველის ორგანიზმებსა და ქსოვილებში.

ინფექციონისტების აზრით, მსოფლიოში უფროსებში სიცოცხლის განმავლობაში ამ ჭიებით დაინფიცირების ალბათობა 100%-ს აღწევს, 1,5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 80%-ს.
ჰელმინთები სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას - ართმევს საკვებ ნივთიერებებს, არღვევს საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებს სასიცოცხლოდ საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტების ათვისების უნარს, იწვევს ალერგიას, დაბლა სწევს
იმუნიტეტს. დასნებოვნება ხდება ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით, შემწვარი ხორცითა და თევზით. დაინფიცირების რისკს ზრდის შინაური ცხოველები (განსაკუთრებით ქუჩის), ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

ჰელმინთების დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
კანზე გამონაყარი და ქავილი, წონაში დაკლება, გაღიზიანება, ნერვიულობა, ხშირი გაცივება, სისხლის საერთო ანალიზში ეოზინოფილების
დიდი რაოდენობა (იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში სპობენ უცხო ცილებს).

სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შემდეგ, თუ აღმოჩნდება ორგანიზმში ჰელმინთები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-ინფექციონისტს, პარაზიტოლოგს, ალერგოლოგ-იმუნოლოგს ან თერაპევტს. ექიმი დანიშნავს წამლებს და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
გახსოვდეთ, ამ წამლებს, ისე როგორც ნებისმიერს, აქვს უკუჩვენებაც, ამიტომ არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე, როგორც ჰელმინთების საწინააღმდეგო წამლების, ისე ხალხური საშუალებების მიღება.
თინა
28 ნოემბერი 2016 15:45
პროფილაქტიკის მიზნით მინდა დავლიო რას მირჩევთ. ძაღლებს თუ ვალევიბებთ ადამიანებში არ შეიძლება?
ალბერტ ლორია
02 აპრილი 2016 22:45
გმადლობთ რჩევისათვის

რედაქტორის რჩევით