პური "რეაბილიტირებულია"...
24-03-2014

უძველესი დროიდან მიაჩნდათ, რომ მათ, ვისაც წონაში დაკლება სურდა, უარი უნდა ეთქვა პურზე (და შაქარზეც), მაგრამ რადგან დღეს დიეტოლოგების მიერ "რეაბილიტირებული" იქნა პური, მასზე უარის თქმა აღარ მოუწევთ.

პური B1, B2, B6 ვიტამინებისა და ნატრიუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის წყაროა. B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ნერვულ სისტემას და იცავს ორგანიზმს სტრესისგან, ამიტომაც პურის აკრძალვამ შეიძლება გააუარესოს არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ გამოიწვიოს დეპრესია.
ხორბალი შეიცავს ყველა იმ ფერმენტს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გადაამუშაოს და
აითვისოს მარცვლეულის ცილა. თეთრი პურის ცხობის პროცესში მარცვლიდან იკარგება ყველაზე ფასეული - გარსი და ღივი, რჩება მხოლოდ სახამებელი, ფუჭი კალორიები. ასეთი პური კი უსარგებლოა.
გირჩევთ: ჭამოთ უხეშად დაფქული ხორბლის ფქვილის პური, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს და ადვილად აითვისება.
უპირატესობა მიანიჭეთ საფუვრის გარეშე
გამომცხვარ პურს. მართალია,M ის არ არის ფაფუკი, სამაგიეროდ, არ ავნებს ნაწლავების მიკროფლორას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით