იცით თუ არა, რომ...
24-03-2014
კოჭა (იმბირი) შედის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სანელებლების ხუთეულში. მას მოტკბო-მომწარო გემოს აძლევს აქტიური კომპონენტი ცინგეროლი, სურნელებას - ეთეროვანი ზეთი.
კოჭა შველის კუჭის აშლილობას, ხველებას, ხსნის თავის ტკივილს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ტვინს ამარაგებს ჟანგბადით.
დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ კოჭა ანეიტრალებს ცხიმიან საკვებს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ვსვათ კოჭას ჩაი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

ანწლის ყვავილები შეიცავს ეთეროვან ზეთს, რუტინსა და მთრიმლავ ნივთიერებას.
ანწლის შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისება ეფექტიანია გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლების უკმარისობის, ანემიისა და გასუქების სამკურნალოდ.

ვარდის ზეთი შეიცავს ჰერანოილს, ნივთიერებას, რომელსაც აქვს სპაზმური, ანთებსაწინააღმდეგო და ნაღველმდენი თვისება. აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას. კონიუნქტივიტისა და ბლეფარიტის დროს რეკომენდებულია თვალების დაბანა ვარდის წყლით.
ცაცხვის კვირტებისგან მომზადებული სალათა სასარგებლოა
შარდკენჭოვანი და ქალური დაავადებების სამკურნალოდ. ცაცხვის ყვავილის ნაყენი გამოიყენება გრიპის, ანგინისა და გაცივების შემთხვევაში, როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით