გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს
31-03-2014
გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს
ტუჩზე ჰერპესის პირველი ნიშნებისთანავე რეკომენდებულია:

1. ასანთის ღეროზე დაახვიეთ ბამბა, ამ ტამპონით ყურიდან გამოიღეთ ცოტა გოგირდი და წაისვით ჰერპესზე. გაიმეორეთ 2-3-ჯერ დღეში. 2-3 პროცედურა საკმარისია.
2. მარლაზე დადეთ დაჭყლეტილი ნივრის ერთი კბილი, გააკეთეთ ტამპონი და წაისვით ჰერპესზე. შემდეგ შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის თაფლი და ვაშლის ძმარი და ჩხირზე დახვეული ბამბის ტამპონით წაისვით ჰერპესზე დღეში 2-ჯერ.

კუჭის აშლილობის დროს:

1. 1 ჩ/კ გრძელი ბრინჯის მთლიანი მარცვლები გარეცხეთ ცივ წყალში, დაასხით 7
ჩ/ჭ წყალი და მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და 0,5 ჩ/ჭ თბილ-თბილი ნახარში სვით ყოველ 2 საათში ერთხელ (ბავშვს - 1/3 ჩ/ჭ). გაიმეორეთ გამოჯანმრთელებამდე.
2. 1 ჩ/ჭ მაგარ შავ ჩაის დაამატეთ 1 ს/კ სახამებელი, კარგად აურიეთ და დალიეთ.
3. 1 ს/კ ბროწეულის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ
მდუღარე წყალი, გააჩერეთ მანამ, სანამ ფერს არ შეიცვლის, დალიეთ ერთ მიღებაზე.
შეიძლება ასევე ბროწეულის ქერქის ნახარშის მიღება.
4. 10 გ მუხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 2-3-ჯერ დღეში.
5. 1 ს/კ მოცვს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ განახევრებამდე. გადაწურეთ და 1/4 ჩ/ჭ თბილი ნახარში მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
- თუ ხვრინავთ, დაძინებამდე 4 საათით ადრე ცხვირში ჩაიწვეთეთ ქაცვის ზეთის რამდენიმე წვეთი. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2-3 კვირა, ცხვირით სუნთქვა გაგიადვილდებათ და ხვრინვაც დაგანებებთ თავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით